1728846029
,,უბედურება მოხდა, უსამართლობა მოხდა..." - ლიზა ყენიას ემოციური პოსტი
მომღერალი ლიზა ყენია, ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში, ემოციური პოსტით ეხმაურება.
,,სამი დღეა ვცდილობთ გავიგოთ რა ხდება, ვერაფერს ვარკვევდით, სანამ ხალხი გაიგებდა, ჯერ კიდე მაშინ ვარკვევდით, არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია, რადგან ბოლომდე ვთვლიდი რო მისი გამოგონილი მომდევნო ხუმრობა იყო.
უბედურება მოხდა, უსამართლობა მოხდა. ბოლოს ზაფხულში ვისაუბრეთ, რაღაც გაურკვევლობის გამო ბოდიშს მიხდიდა, ავუხსენი, რომ არ ვარ ის ადამიანი, რომ ცუდი დავიმახსოვრო და კარგი აღარ მახსოვდეს, ვუთხარი, რომ მასზე მხოლოდ კარგი მახსოვდა, ისიც მითხრა, ამერიკაში ჩამოსვლას და ჩემს ნახვას რომ აპირებდა. შენს დაპროექტებულ სახლებზე და ნახატებზე ვგიჟდებიო, თითქოს გაზრდილი და უფრო მგრძნობიარე იყო.
ჩვენ არ ვყოფილვართ ახლო მეგობრები, თუმცა ვიცი რომ განსაკუთრებულად მოვწონდი და ამას რაღაც ფორმით სუ მაგებინებდა.
არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი.
Rest In Peace LIZA", - წერს ლიზა ყენია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.
ოფიციალური შეტყობინება შევიდა, ბელგიაში, საქართველოს საელჩოშიც.