პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გაზაფხულზე ბორის მოისეევმა ბოლო - 68 წლის იუბილე აღნიშნა. ტრადიციულად, სადღესასწაულო სუფრის გამართვაში მას მუდმივი დირექტორი და მეგობარიб სერგეი გოროხი მიეხმარა, რომელიც თითქმის ოცდაათი წელია, მის გვერდითაა. რუსეთის დამსახურებული არტისტის დაკრძალვის ორგანიზატორიც სერგეი გოროხი გახლდათ.
ინსულტის შემდეგ, 10 წლის განმავლობაში სწორედ სერგეიმ აიღო თავის თავზე, ბორისზე ზრუნვა. მან სახლში განგაშის ღილაკიც კი დაამონტაჟა, რათა მას შეძლებოდა, მეგობრისთვის შეეტყობინებინა, საფრთხის შესახებ.
ბორის მოისეევის გარდაცვალების შემდეგ მისი ანდერძის თანახმად, ქონება ასე გადანაწილდა:
ბინა იურმალაში - კრისტინა ორბაკაიტეს ერგო.
„მე არ მყავს საკუთარი შვილები, მაგრამ მე მიყვარს კრისტინა, როგორც საკუთარი ქალიშვილი”, - ამბობდა ზოგჯერ ბორისი. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, მოისეევდ კრისტინა თან დაჰყავდა საზღვარგარეთ, რათა ეჩვენებინა სხვადასხვა ქვეყანა.
შემთხვევითი არ არის, რომ ჯერ კიდევ წლების წინ, კრისტინა ორბაკაიტეზე გადააფორმა ბალტიისპირეთის უძრავი ქონება. მსახიობის ბინა იურმალაში, თითქმის ასი კვადრატული მეტრი ფართობისაა და 22 წლის წინ იყიდა. სიყვარულით მოაწყო, ბევრი ფული დახარჯა - ავეჯი ევროპიდან ჩამოიტანა. ეს ბინა ახლა დაახლოებით 130 - 150 ათასი ევრო ღირს.
ბორის მოისეევი ცხოვრობდა მოსკოვში, კრასნოპროლეტარსკაიას ქუჩაზე, 115 კვადრატულ მეტრ ბინაში, უმაღლესი რემონტითა და ძვირად ღირებული ავეჯით. დიასახლისი ეხმარებოდა საოჯახო საქმეების მართვაში. ბინა ძვირია - საბაზრო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი რუბლია. მსახიობი თავის საყვარელ ბინაში გარდაიცვალა.
წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მოისეევმა წინასწარ გასცა ბრძანება, რომ ეს ბინა სერგეი გოროხს უნდა გადასცემოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ. აი, რა განმარტა თავად გოროხმა: „ბორის მიხაილოვიჩს არ შეუდგენია საჩუქრის აქტი, არ გადმოუცია თავისი ქონება. 2020 წელს მან შემომთავაზა უვადო ხელშეკრულების დადება“. - განაცხადა მან.
ამ წინადადებაზე ბორისმა უარი მიიღო, მაგრამ ბოლოს მეგობარი მაინც დაიყოლია. ხელშეკრულების დადების შემდეგ, მსახიობი სერგეის ექიმებთან მიჰყავდა, მიჰყავდა დასასვენებლად, იხდიდა გადასახადებს და ეხმარებოდა ყველა პრობლემის გადაჭრაში. შეთანხმების მიხედვით, მოისეევის გარდაცვალების შემდეგ გაროხი შეძლებდა ბინის ხელახლა რეგისტრაციას.
ბორის მოისეევს არასოდეს ჰყოლია ცოლი და შვილები. მისი ოჯახი გახდა მისი უახლოესი მეგობრების ოჯახები. მათ გაუხანგრძლივეს სიცოცხლე ბორის მოისეევს... მას ნათესავებიც ჰყავდა: უფროსი ძმები - ლეონიდი და მარქსი. დანარჩენ ორ ძმას მრავალი წლის განმავლობაში არ ჰქონდა ურთიერთობა ლეონიდთან, უთანხმოების გამო. მარქსი და მისი ცოლი შორს არიან - ისინი კანადაში ცხოვრობენ. არ არის გამორიცხული, ანტიკვარიატი და ბორისის ბინა ბულგარეთში, ძმას უანდერძოს - ბინა Emerald Beach Resort SPA კომპლექსში, ბურგასის აეროპორტიდან 15 კილომეტრში მდებარეობს და დაახლოებით 7 მილიონი რუბლი ღირს.