პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ში, უოჰოას ყურეში მდებარე კუნძული იყიდება. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კუნძულის ფართობი 6 ათასი კვადრატული მეტირა, მისი ღირებულება კი $339 ათასი. კუნძულის მფლობელი, 52 წლის ბილი მილიკენი ამბობს, რომ კუნძულზე შეიძლება ქალაქის „სინათლისა და ხმაურისგან“ სრული იზოლირება.
მილიკენი აცხადებს, რომ კუნძულს მხოლოდ იმას მიჰყიდის, ვინც კუნძულზე ღამეს გაატარებს და მისადმი სიყვარულს გამოამჟღავნებს. ასეთი პირობა კუნძულზე წყალმომარაგებისა და გათბობის არარსებობით არის განპირობებული.
ამასთან, ცუდი ამინდის გამო, ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით, კუნძულზე ყოფნა შეუძლებელია. კუნძულზე არცერთი ხე არ არის, რის გამოც ოკეანეზე მშვენიერი ხედი იშლება. ამასთან, წყალთან სიახლოვე შტორმის დროს დატბორვის საშიშროებას ზრდის.
„წყალმა სამჯერ მოაღწია კოტეჯამდე, მაგრამ ის ბოძებზე დგას, ამიტომ არ დაზიანებულა“, - განაცხადა მილიკენმა.