პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მას შემდეგ, რაც რუსეთში Facebook-ი დაბლოკეს, რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები ოფიციალურ "ინსტაგრამ" გვერდებს ნელ-ნელა ემშვიდობებიან. ისინი აუდიტორიის მოზიდვას ახალ გახსნილ Telegram-ის არხებზე, Odnoklassnik-ის და Vkontakt-ზე ცდილობენ.
სხვა ვარსკვლავებთან ერთად Telegram-ის არხი ქეთა თოფურიამაც გახსნა. ქეთას პოსტს Instagram-ზე ქართველების კომენტარებიც მოჰყვა, რომლებიც მომღერალს აკრიტიკებენ. ამის შემდეგ მომღერალმა Instagram გვერდის პროფილი დახურა (Private-ზე დააყენა), რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პოსტები და აქტიურობა საჯაროდ აღარ იქნება ცნობილი.
ნახეთ რა კომენტარები დაუწერეს ქართველებმა მომღერალს:
👉„შვილებს ზღაპრებს რომ მოუყვები სიკეთეზე და ბოროტებაზე, აუცილებლად უთხარი რომ შენ ბოროტებას უმღეროდი და ვაზელინის დიდი პარტია გქონდა..."
👉 "გამოდით რუსი "ზვეზდებო" გამოუცხადეთ არა ომს!! როგორ დაგაჩმორათ პუტლერმა ან ნუთუ ასეთი ბრმები ხართ სიმართლეს ვერ ხედავთ? რათ გინდათ საერთოდ რამე მშვიდობა თუ არ გექნებათ? უფალო გევედრები გადაარჩინე უკრაინა მისი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა ამ ურჩხულის წინააღმდეგ რასაც პუტინის რუსეთი ჰქვია! slava ukraini!"
👉 "თუ არ აპროტესტებ შენი პუტინის ქმედებეს, უდარდელ პოსტებს მაინც ნუ დებ! არავის არ ჭირდება ეხლა შენი ერთი ადგილის ქნევა და სიმღერა. ამხელა რუსი აუდიტორია გყავს და ამის მაგივრად დადე სწორი ინფორმაცია თუ რა ხდება უკრაინაში და შეაგნებინე მაგ იდიოტ ერს... Слава Украине!"
👉 "ქეთა კარგია, რომ ახლა მაინც შეგტკივა გული უდანაშაულო ადამიანების დღუპვაზე! მაგრამ იცი რა არის სამწუხარო? 2008 წელს შენი ქვეყნის უდანაშაულო ხალხის დახოცვაზე პუტინის მიერ და უამრავი ადამიანის სახლიდან გამოგდებაზე რეაქცია არასდროს, ვიმეორებ არასდროს გქონია! პირიქით, აგრძელებდი ასე უპოზიციოდ პუტინის წინაშე შენს ბრწყინვალე კარიერას! ახლა გვიანია! აღარც საქართველოში გამოქცევის დროა, როგორც ბევრ რუსს უნდა, დარჩით მანდ და თქვენს თავზე გამოსცადეთ იმის შედეგი, რასაც პუტინი თქვენი საშუალებით თესავდა ეს წლები!.." - უწერენ ქეთა თოფურიას.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ქეთა თოფურიამ ომის დაწყება ინსტაგრამ სთორით გააპროტესტა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 6 მარტს კრემლის საკონცერტო დარბაზში, თოფურია, პავლიაშვილთან, გვერდწითელთან და სხვა რუს ვარკვლავებთან ერთად კონცერტზე იმღერებს.