ქეთა თოფურია Odnoklassnik-სა და Vkontakt-ს უბრუნდება - რას უწერს ქართველი ხალხი მომღერალს

ქეთა თოფურია

მას შემდეგ, რაც რუ­სეთ­ში Facebook-ი დაბ­ლო­კეს., რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ "ინ­სტაგ­რამ" გვერ­დებს ნელ-ნელა ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან. ისინი აუ­დი­ტო­რი­ის მო­ზიდ­ვას ახალ­ გახ­სნილ Telegram-ის არ­ხებ­ზე,  Odnoklassnik-ის და Vkontakt-ზე ცდილობენ.

უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა რაც ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა რუ­სეთ­ში Instagram -იც გა­მო­ირ­თოს.

სხვა ვარსკვლავებთან ერთად Telegram-ის არხი ქეთა თოფურიამაც გახსნა. ​მომ­ღე­რალ­მა  QR კოდი Instagram-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­ი­და­ნაც "ვკონ­ტაქ­ტე­ზე" არის შესაძლებელი მასთან და­კავ­ში­რე­ბა.

ქე­თას პოსტს Instagram-ზე ქარ­თვე­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბიც მოჰ­ყვა, რომლებიც მომ­ღე­რალს აკ­რი­ტი­კე­ბენ.

👉„შვი­ლებს ზღაპ­რებს რომ მო­უყ­ვე­ბი სი­კე­თე­ზე და ბო­რო­ტე­ბა­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად უთხა­რი რომ შენ ბო­რო­ტე­ბას უმ­ღე­რო­დი და ვა­ზე­ლი­ნის დიდი პარ­ტია გქონ­და..."

👉 "გა­მო­დით რუსი "ზვეზ­დე­ბო" გა­მო­უ­ცხა­დეთ არა ომს!! რო­გორ და­გაჩ­მო­რათ პუტ­ლერ­მა ან ნუთუ ასე­თი ბრმე­ბი ხართ სი­მარ­თლეს ვერ ხე­დავთ? რათ გინ­დათ სა­ერ­თოდ რამე მშვი­დო­ბა თუ არ გექ­ნე­ბათ? უფა­ლო გე­ვედ­რე­ბი გა­და­არ­ჩი­ნე უკ­რა­ი­ნა მისი გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბაა ამ ურჩხუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ რა­საც პუ­ტი­ნის რუ­სე­თი ჰქვია! slava ukraini!"

👉 "თუ არ აპ­რო­ტეს­ტებ შენი პუ­ტი­ნის ქმე­დე­ბეს, უდარ­დელ პოს­ტებს მა­ინც ნუ დებ! არა­ვის არ ჭირ­დე­ბა ეხლა შენი ერთი ად­გი­ლის ქნე­ვა და სიმ­ღე­რა. ამ­ხე­ლა რუსი აუ­დი­ტო­რია გყავს და ამის მა­გივ­რად დადე სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია თუ რა ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში და შე­აგ­ნე­ბი­ნე მაგ იდი­ოტ ერს... Слава Украине!"

👉 "ქეთა კარ­გია, რომ ახლა მა­ინც შეგ­ტკი­ვა გული უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის დღუპ­ვა­ზე! მაგ­რამ იცი რა არის სამ­წუ­ხა­რო? 2008 წელს შენი ქვეყ­ნის უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხის და­ხოც­ვა­ზე პუ­ტი­ნის მიერ და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სახ­ლი­დან გა­მოგ­დე­ბა­ზე რე­აქ­ცია არას­დროს, ვი­მე­ო­რებ არას­დროს გქო­ნია! პი­რი­ქით, აგ­რძე­ლებ­დი ასე უპო­ზი­ცი­ოდ პუ­ტი­ნის წი­ნა­შე შენს ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რას! ახლა გვი­ა­ნია! აღარც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოქ­ცე­ვის დროა, რო­გორც ბევრ რუსს უნდა, დარ­ჩით მანდ და თქვენს თავ­ზე გა­მოს­ცა­დეთ იმის შე­დე­გი, რა­საც პუ­ტი­ნი თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით თე­სავ­და ეს წლე­ბი!.." - უწერენ ქეთა თოფურიას.

მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა ქეთა თო­ფუ­რი­ამ ომის და­წყე­ბა ინ­სტაგ­რამ სთო­რით გა­აპ­რო­ტეს­ტა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 6 მარტს კრემ­ლის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, თო­ფუ­რია, პავ­ლი­აშ­ვილ­თან, გვერდწი­თელ­თან და სხვა რუს ვარ­კვლა­ვებ­თან ერ­თად კონ­ცერ­ტზე იმ­ღე­რებს.

 

ასევე ნახეთ - ზელენსკის მიმართვა ქართველებს