„მოსალოდნელია დიდი მიწისძვრა... არსებობს კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე“ - მედიუმის გაფრთხილება
1754942485
ორი ქართველი მომღერალი 8 აპრილს, რუსი მომღერლის, მიხეილ კრუგისადმი მიძღვნილ საღამოზე, მოსკოვში იმღერებს.
მიხეილ კრუგი (ვორიბიოვი) 7 აპრილს დაიბადა და მას 60 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო კონცერტზე სხვა რუს, ცნობილ მომღელებთან ერთად ქართველი მომღერლები, თამარ გვერდწითელი და სოსო პავლიაშვილი იმღერებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად სოსო პავლიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მიხეილ კრუგი საბჭოთა და რუსი მომღერალი, ბარდი, შანსონიე და პოეტი იყო. ის „რუსული შანსონის“ ჟანრის სიმღერების ავტორი და შემსრულებელი და ამ ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია.
ასევე ნახეთ - რა კადრებს აქვეყნებს უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა