1732216283
ქეით მიდლტონის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ქეით მიდლტონი გამოჯანმრთელების გზაზეა და ამისთვის თავადაც ყველაფერს აკეთებს. უელსის პრინცესამ, ცოტა ხნის წინ, ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა და ამჯერად ვარჯიშის პროცედურები განაახლა.
„ის სპორტდარბაზში ვარჯიშობს და ამით ბედნიერია”, – ამბობს წყარო დასავლურ გამოცემებთან.
ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ქეითი ახლა სულ უფრო ხშირად გამოჩნდება საჯარო აქტივობებით. განსაკუთრებული აქცენტია 2025 წელზე, რადგან უკვე ცნობილია, რომ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მსოფლიოს ტურნეს ფარგლებში არაერთი ქვეყნის მონახულებას გეგმავენ.