როგორია ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია

ილია თოფურია

„თოფურია ახლა კარგადაა - მე მას ყოველდღე ვხედავ და შემიძლია გითხრათ, რომ უკვე სრულიად სხვა ადამიანს ჰგავს. დისკომფორტს კვლავ განიცდის, მაგრამ ისე გამოიყურება, თითქოს ბრძოლა საერთოდ არ ჩაუტარებია“, - ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა, ხესუს გალიომ განაცხადა.

„სახეზე დასიებული ადგილები ჩაუცხრა და აღარც დალურჯებები აქვს. ექიმებმა გვითხრეს, რომ ძვალი 6-დან 8 კვირამდე აღდგება, რის შემდეგაც გარკვეული დრო იქნება საჭირო, რომ ის დაბრუნდეს. საუბარია დაახლოებით 2-3 თვეზე. პროცესი იმაზე კარგად მიდის, ვიდრე ხალხს ჰგონია. ის მენტალურად კარგად არის, ყველაფერს აცნობიერებს რაც მოხდა და ისიც იცის, თუ რისი გაკეთება მომავლისთვის საჭირო, რომ უკეთესი გახდეს. ის ჩემპიონის მენტალიტეტით დაბრუნდება“, - ამბობს ხესუს გალიო.