ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
პაბლო ესკობარი კოკაინის მსოფლიო ბაზრის 80% აკონტროლებდა და ყოველკვირეულად, დაახლოებით, 420 მლნ. დოლარს გამოიმუშავებდა. ის ყველა დროის ყველაზე მდიდარ ნარკობარონად ითვლება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ თავად ესკობარი თავის უკანონო საქმიანობას არასდროს მალავდა.
ნახეთ 7 საინტერესო ფაქტი კოკაინის მეფის შესახებ:
1.პაბლო ესკობარმა მხოლოდ ერთი წლის მანძილზე არც მეტი, არც ნაკლები 22 მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლო.
2. კოკაინის მეფეს, შეერთებულ შტატებში, კონტრაბანდის წესით, ყოველწლიურად, 15 ტონამდე კოკაინი შეჰქონდა.
3. ის, ყოველწლიურად, 2 მილიარდამდე დოლარს კარგავდა. თუმცა, ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი იხსენებს, „პაბლო იმდენ ფულს შოულობდა, რომ ყოველ წელს, თანხის 10% ჩამოწერა ხდებოდა: შენახულ ფულს ვირთხები ჭამდნენ, ნესტი აფუჭებდა ან, უბრალოდ, იკარგებოდა".
4. ესკობარი, ზედიზედ შვიდი წელი - 1987-დან – 1993– წლამდე — Forbes–ის მილიარდერების სიის, პირველ 3 ათეულში შედიოდა და უნდა აღინიშნოს, რომ 1989 წელს, მეშვიდე პოზიციამდეც კი ავიდა.
5. პაბლო ყოველთვიურად 2500 დოლარს მხოლოდ კუპიურების შესაკრავ რეზინზე ხარჯავდა.
6. ერთხელ, როდესაც მისი ქალიშვილს მანუელას მთაში მდებარე თავშესაფარში შესცივდა, ესკობარმა გოგონას გასათბობად, 2 მილიონი დოლარი დაწვა.
7. 1991 წელს პაბლო ესკობარმა კოლუმბიის ხელისუფლებასთან შეთანხმება დადო, რომ თუ აშშ–ში მისი ექსტრადიცია არ მოხდებოდა, ის სამართალდამცველებს ჩაბარდებოდა და 5 წლით ციხეში ჩაჯდებოდა. ამისთვის მან საკუთარი ციხე კი ააშენა, რომელშიც იყო: საფეხბურთო მოედანი, ცეკვის დარბაზი, ჩანჩქერი, ბარი, ჯაკუზი, საუნა და სხვა. ნათესავებს და მეგობრებს მასთან მისვლა ნებისმიერ დროს შეეძლოთ. უფრო სწორედ, პატიმარი თავად წყვეტდა, თუ როდის უნდა მოსულიყვნენ ისინი. ხოლო, კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ციხესთან, ხუთ კილომეტრზე უფრო ახლოს, მიახლოება აკრძალული ჰქონდათ.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პაბლო ციხეში იყო, ის კარტელს იქიდან ხელმძღვანელობდა.