ქართველი მებრძოლი ჯარისკაცის ვიდეოს აქვეყნებს

ჯარისკაცი

ქართველი მებრძოლი ავთო ქაჯაია სოციალურ ქსელში ჯარისკაცის ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ასეთია რუსის სახე. 

როგორც გაირკვა, აღნიშნულ ვიდეოში წარმოდგენილი ჯარისკაცი ყაზახია და ვიდეოს უკრაინის თემასთან კავშირი არ აქვს. ფაქტის სინამდვილის შესაბამისი ინფორმაცია „პრაიმ ტაიმს“ მკითხველმა მოგვაწოდა.

ვიდეოში ჩანს 27 წლის ჯარისკაცი. ის დაოჯახებულია და ცოტა ხნის წინ მამა გახდა. მან ვიდეო მაშინ ჩაწერა, როცა მის სიახლოვეს ჭურვი აფეთქდა.

როგორც ჯარისკაცი ამბობს, მას ეგონა, რომ მოკვდებოდა და უნდოდა მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის ეთქვა, თუ როგორ უყვარს ისინი.