პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცოტა ხის წინ, „პრაიმ ჰაუსს“ სამი ახალი მონაწილე შეუერთდა, ერთ-ერთი მათგანი კი ნინი ტურავაა. ნინი გამორჩეულია თავისი სიმშვიდით, ხმადაბალი ტემბრით და აღსანიშნავია, რომ ჯერ არც ერთ მონაწილესთან კონფლიქტი არ ჰქონია. ნინის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით, რომ ფიტნეს ინსტრუქტორია და ცდილობს, საკუთარი პროფესია შოუშიც გამოიყენოს.
„პრაიმტაიმი“ ნინის „პრაიმ ჰაუსში“ ეწვია და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
ნინი ტურავა: პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე ფიტნეს ტრენერი გახლავართ. ერთ-ერთ დარბაზში ვავარჯიშებ. ჩემი პროფესიით წლების წინ, ცოტა ხანს ერთ-ერთ პრესაში ვმუშაობდი, თან ვსწავლობდი, თან სტაჟირებას გავდიოდი. შემდეგ რაღაცები მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რის გამოც ვერ მოვახერხე ჟურნალისტიკის სფეროში საქმიანობა.
- რამ შეცვალა ვითარება?
- გავთხოვდი, მეყოლა შვილი. შემდეგ ჩემი ურთიერთობები ცოტა აირია. რამდენიმე წელში კი ჩემი მეუღლე დაიღუპა... ღვიძლის დაშლა ჰქონდა, გადაინერგა, მაგრამ კარგი შედეგები არ ყოფილა.
ამის შემდეგ ცხოვრებაში ბევრი პრობლემა მქონდა, თითქოს, ჩავიკეტე კიდეც. მინდოდა, წლების შემდეგ რამე ახალი გამეკეთებინა. ერთ დღეს, გადავწყვიტე ვარჯიში. ვიფიქრე, ამ ყველაფერს ცოტა გულს გადავაყოლებდი, თან ცხოვრების ახალ ეტაპს დავიწყებდი. ამ ყველაფერს ისე შევყევი, იმდენად ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი გახდა, ბევრი არ მიფიქრია. დამეხმარნენ ადამიანები, რომლებმაც ის უნარები ნახეს ჩემში, რომ ამ პროფესიას გავყოლოდი. შევუდექი სწავლას... რაღაც პერიოდის შემდეგ სერტიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი გავხდი. ჩემი პროფესია ძალიან მომწონს. მაქსიმალურად ვცდილობ, ამ ჩემი გამოცდილებით და მათი მონდომებითაც, სხვებს დავეხმარო და წვლილი შევიტანო ჩემი მოტივაციით. ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად გამომდის.
- შვილზე გვიამბეთ...
- ჩემი შვილი 9 წლის ხდება, გოგო მყავს... მესამე კლასშია. კარგად სწავლობს, ხატვისკენ არის მიმართული. მაქსიმალურად ვუწყობ ხელს, მგონი, მიზანი აქედანვე აქვს დასახული. სხვათა შორის, პატარაობაში მეც მასე ვიყავი, ვფიქრობ, ჩემი რაღაცები ბევრად მეტად აქვს გამოყოლილი. მიზანსწრაფულობა აქვს და აქედანვე იცის, რომ დიზაინრობის კუთხით უნდა წასვლა.
- თქვენი შვილი როგორ ეგუება თქვენს პროექტში ყოფნას, თუ აქვს შენიშვნები?
- ჩემს შვილს ვერც წარმოედგინა, რომ კვირაში ერთხელ მოუწევდა ჩემი ნახვა. ახლა დედაჩემთანაა, ძალიან უყვარს, თითქმის მისი გაზრდილია, სულ ერთად არიან, მაგრამ ძალიან ეჭვიანია. თუ ვინმესთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ხანდახან ჩავეხუტე, პირდაპირ იგებს და ეჭვიანობს, ამაზე მაძლევს ხოლმე შენიშვნებს. მერე რომ ვუხსნი, ყველა ჩემი მეგობარია-თქო, მშვიდდება.
- რატომ გადაწყვიტეთ „პრაიმ ჰაუსში“ მოსვლა?
- თავიდან სულ სხვა ინტერესი მქონდა, ყველაზე მეტად მაინტერესებდა, კასთინგებზე რას ვიზამდი. რომ ვხედავდი, სხვები როგორი აქტიურები იყვნენ, გახსნილები, მეეჭვებოდა რომ შემოვიდოდი. ყოველი კასთინგის შემდეგ მიღებული ზარები ძალიან მახარებდა. ყველაზე მაგარი შეგრძენებაა, როცა გირეკავენ და გეუბნებიან, რომ შედიხარ. იყო ღელვა, დავიძაბე, თან ერთი სული მქონდა, როდის შევიდოდი, თან იმას ვფიქრობდი, ახლა რომ შევალ დაგვიანებით, როგორ მიგვიღებდნენ. გარედან ყველაფერი მარტივად მეჩვენებოდა. აქ ბევრად დაძაბულია ვითარება, ვიდრე ეკრანზე ჩანს. ხალხთან შედარებით მარტივად მიდის ყველაფერი. დადგმული არაფერია, ყველაფერი რეალურად ხდება. არიან ადამიანები, რომლებიც სიტყვებში გეძიებიან, შემდეგ მიდის ამ ყველაფრის გარჩევა, ჩაერევა ერთი, აჰყვება მეორე და ასე.
- სად ხედავთ თქვენს თავს?
- აქ ისეთი ძლიერი ბიჭები გვყავს, რომ რატომღაც მხოლოდ მათ ვხედავ ფინალში. ამბიცია ყველას გვაქვს, მაგრამ თუ რეალურად შევხედავთ ყველაფერს...
- სამი ადამიანი, რომელთაც ფინალში ხედავთ...
- გურამ შეროზია, გოგა ჯაბაური და კოსტა. რატომღაც მგონია, რომ ასე იქნება. თან ძალიან საინტერესო იქნება ეს სამი ადამიანი ერთად.