„პროექტში შესვლა რომ გადაწყვიტე, გამიკვირდა...“ - რას წერს ნატალია ყიფშიძე ლენუკა ყიფშიძეზე

ლენუკა ყიფშიძე

ნატალია ყიფშიძე მამიდას, ლენუკა ყიფშიძეს მიმართავს და წერს, რომ რეალითი შოუში მონაწილეობა ლენუკასთვის ახალი გამოწვევა იყო.

„პროექტში შესვლა რომ გადაწყვიტე გამიკვირდა არ მეგონა რომ ამის სურვილი გქონდა. შენთან საუბრის შემდეგ უფრო ღრმა მიზეზს მივაგენი რომელიც შენს ახალ გამოცდილებასა და შენი ასაკის ქალებისთვის იმედის მიცემას უკავშირდება. იმის იმედის რომ ქალისთვის ყველა ასაკში შესაძლებელია ცხოვრებისგან ახალი გამოწვევების მიღება.

ჩვენ ქვეყანაში 40 წელს ზემოთ ქალის გადაწყვეტილებას ცუდად ხვდებიან და მე ვამაყობ რომ შენ გადალახე ინტერნეტ სივრცისგან წამოსული აგრესია და არ დაკარგე რეალური სახე. რეალიტი შოუს გამოწვევაც ხომ ამაში მდგომარეობს - გამოიარო სირთულეები საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე. შენ ჩემთვის გამარჯვებული ხარ ისეთ ღირებულ საკითხში როგორიც არის ქალის სიძლიერეზე ტელევიზიაში ხაზგასმა. მიყვარხარ!“ - დაწერა ნატალია ყიფშიძემ სოციალურ ქსელში.