დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
როგორც აღმოჩნდა, მედეა ლორთქიფანიძე (ჩცდ-ს მანანა) "პრაიმ ჰაუსის" მაყურებელია. მსახიობი პირველ-მეორე სეზონს შესაშური ერთგულებით გულშემატკივრობს. უძილობა მაწუხებს, ვზივარ და ამ რეალით შოუს ვუყურებო, "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს.
წინა სეზონზე გიორგი ნაზღაიძეს გულშემატკივრობდა. ორი ფავორიტი ახლაც ჰყავს, თუმცა მათი დასახელებისგან ჯერ თავს იკავებს.
მედეა ლორთქიფანიძე: - ,,პრაიმ ჰაუსის" მაყურებელი ვარ. ყოველდღე ვუყურებ. წინა სეზონიც არ ჩამიგდია. გიორგი ნაზღაიძეს ვგულშემატკივრობდი.
არ მომწონს გოგოების გადამეტებული სიშიშვლე, რომლებიც ვაჟების წინ დასხდებიან და გადაფარჩხავენ ფეხებს. წინა სეზონთან შედარებით, უფრო პატიოსანი გოგოები არიან. მაგრამ პატარა გოგო, ევა რომ ჩაუწვა კოსტას და მკერდზე ხელებს ასასუნებინებდა. წინა სეზონშიც ხომ გახსოვთ, გიორგიმ რომ უთხრა ანის, არ გაიძროო და მაინც რომ გაიძრო, სულ მთლად გატიტვლდა. ის გოგო მაგან დაღუპა. მაინც ქართველი კაცები არიან, არ მოსწონთ ასეთი გოგოები, კისერზე რომ ეკიდებიან. ქართველს სხვა სისხლი აქვს.
სიფრთხილეა საჭირო. ერთი ცუდი და მორჩა, მთელი ცხოვრება იმ ცუდი საქციელით გაგიხსენებენ.
კოსტა თამაშობს თუ მართლა ასეთია, ვერ გავიგე. იქნებ თამაშობს? არავის ენდობა, არავინ უყვარს. ცდილობს ყველასთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს, მაგრამ არ გამოსდის. სადღაც იჭრება.
თავს ჩამოვიხრჩობ და ისეთ გოგოს სახლში არ შემოვუშვებ, ასე სახალხოდ რომ შიშვლდება.
"პრაიმ ჰაუსის" ყურება დროის ფუჭად ხარჯვა არ არის. მე რომ ამ რეალითს ვუყურებ, ჩემს შვილიშვილებს ისე გავზრდი, რომ ეცოდინებათ, ასე რომ არ უნდა მოიქცნენ. ბებო, ეს არ უნდა გაიმეორეო-მეთქი რომ ვეტყვი, არ უნდა გაიმეორონ.