წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
"პრაიმ ჰაუსის" მონაწილე კოსტა სანიკიძე" პრაიმტაიმთან" ინტერვიუს დროს ამბობს, რომ ის მაყურებელს ახლა არ გაუცნია, მას საზოგადოება ამ რეალით შოუმდეც კარგად იცნობდა. სიმპათიურ პოეტსა და მსახიობს, თაყვანისმცემელთა გარკვეული ამალა უკვე ჰყავდა, რომლებმაც შესაძლოა არ იცოდნენ, თუ რა გარემოში წერს კოსტა იმ ლექსებს, რომელიც მათ მოსწონთ.
კოსტა სანიკიძე: - ლექსებს ნებისმიერ ადგილას ვწერ, ტუალეტიდან დაწყებული მგზავრობით დამთავრებული. ეს მდგომარეობაა. დავჯდები და ლექსს დავწერ, ასეთი რამ არ არსებობს. პოეტი გამტარია, სამყარო გაწვდის, შენ - წერ.
როდის ხარ პოეტი? როდესაც შენს ლექსს წაიკითხავენ და ჰგონიათ, რომ მათზეა ეს ლექსი, ჰგონიათ, რომ თვითონ ეკუთვნით.
მე შეიძლება ჩემი ლექსით გატირო, მაგრამ წერის პროცესში მე ვიღიმოდე. პოეზიის დანიშნულება ეგ არის, შენი სულის რომელიღაც კარი გავაღო.
- პოეტო, მაყურებლებისგან დიდი მხარდაჭერა გქონდა. ელოდი?
- სიმართლე გითხრათ, ველოდი მაყურებლის ამხელა გულშემატკივრობას. მაყურებელს "პრაიმ ჰაუსით" არ გავუცნივარ. თუმცა ახლა უფრო მეტი ადამიანი მიცნობს.
ჩემს გულშემატკივართან "პრაიმ ჰაუსის" მეშვეობით ბევრად უფრო ახლოს მივედი. ბევრი რამ გაიგეს ჩემზე - ჩემს პრობლემებზე, დამოკიდებულებებზე...
მომწონს პოპულარობა, არა უშავს. ჩემთვის უცხო არ არის ეს ყველაფერი. თუმცა აქ უფრო დაკვირვების ქვეშ ვარ. მიყურებენ როგორ მძინავს, როგორ ვჭამ. საერთოდ, არ მახსოვს რომ კამერა მიღებს. დამიჯერეთ, ასეა და ბევრად უკეთ ვმოქმედებ. არც ვთამაშობ და არც მითამაშია. მაყურებელმა ბევრ ჭრილში მნახა - გაბრაზებულიც, წყობიდან გამოსულიც, ცუდ ხასიათზეც, კარგ ხასიათზეც, შემოქმედებითი კუთხითაც... პოზიტიურმა და ჩემმა შემოქმედებითმა მდგომარეობამ უფრო გაამართლა, რა თქმა უნდა. ანუ რაც რეალურად ვარ, ის ამართლებს. მე ვარ ადამიანი, რომელიც ენერგიებით იკვებება, დამოკიდებული ვარ დახურულ სივრცეში შექმნილ ამინდზე. მე ვმოძრაობ ენერგიით და არა - გონებით. ხელოვანი ვარ, შემოქმედი ვარ და ჩემი ცხოვრება იმპროვიზაციაა, ინსპირაციის ძებნა და შემდეგ შემოქმედებაში მისი გადატანაა.
ქალები "მევასება", ბაზარი არაა, მაგრამ საერთოდ არ ვარ მექალთანე. ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ეს იმიჯი მომაწებონ.
მოგების სურვილი მაქვს, სტრატეგიაც გამაჩნია, თუმცა შეიძლება ყოველთვის შეიცვლოს. წინასწარ ვერ გათვლი. ცოტას ენდობი, რადგან ყველას სურვილი მოგებაა. აზრი შეიძლება დღეში სამჯერ შეგეცვალოს. და ნაბიჯები შეცვალო.