პოლიციამ ორი ვაცი დააკავა, რომელიც შუა ქუჩაში ჩხუბობდა (ფლორიდა)

დაკავებულია ორი ვაცი

აშშ-ში, ქალაქ ფლორიდაში მცხოვრებმა კაცმა პოლიცია გამოიძახა იმის გამო, რომ მისი სახლის წინ, ქუჩაში რამდენიმე დღის განმავლობაში ორი ვაცი ჩხუბობდა

გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველები გამოძახებას სერიოზულად მიუდგნენ და შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. მათ შუა ქუჩაში აღმოაჩინეს ვაცები, რომლებიც ერთმანეთს რქებით ეჭიდებოდნენ.

„ეჭვმიტანილები ერთმანეთზე გაბრაზებულები იყვნენ, ჩხუბმა მეზობელ ნაკვეთებში გადაინაცვლა. ორივე საკმაოდ ჯიუტი იყო, მაგრამ ოფიცრებმა მათი გაშველება მოახერხეს და პუტნემის ოლქის ციხეში გადაიყვანეს“, - განაცხადეს შერიფის ოფისში.

ვაცები ციხის ფერმაში გადაიყვანეს, სადაც სასჯელს იხდიან ადამიანები, ვისაც იძულებითი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქვთ მისჯილი. მეორე დღეს პოლიციამ ვაცების მფლობელები იპოვა, რის შემდეგაც ცხოველები სახლებში დააბრუნეს.