„ემოციურობა და მგრძნობელობა მოიმატებს...“ - მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 7 მაისის პროგნოზის შესახებ საუბრობს.

გეომაგნიტური დღეა მოიმატებს ემოციურობა და მგრძნობელობა. ნუ გადაიღლებით. მიაქციეთ ყურადღება წვრილმან დეტალებს. კარგია სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობა, მგზავრობა, მოგზაურობა.

ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სარდიონი, ნეფრიტი, საფირონი ან იაგუნდი.

სიზმარი ახდება.

სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის