„პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს ამერიკაში ცნობილ ადამიანად ყოფნა“ - ნუცა ბუზალაძის ემოციური პოსტი

ბუზალაძე

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალური ქსელის გამომწერებს მის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მომენტის შესახებ უზიარებს ინფორმაციას. როგორც ნუცა ბუზალაძე წერს, აეროპორტში უცხო ადამიანები ცნობენ, რომლებიც ეუბნებიან, როგორ უყვართ ნუცა და როგორ გულშემატკივრობენ მას.

ნუცა ბუზალაძე წერს, რომ ეს საუკეთესო რამ არის, რასაც ამერიკული მეგაპროექტი პროექტის მონაწილეებს ჩუქნის.

„მეგობრებო მინდა გაგიზიაროთ… პირველად ჩემს ცხოვრებაში ვიგრძენი, რას ნიშნავს ამერიკაში ცნობილ ადამიანად ყოფნა. საუკეთესო რამ არის… როგორ ველოდი ამას, რომ ოდესმე უცხო ხალხი აეროპორტში ჩემთან მოვიდოდა და მეტყოდა, რომ ვუყვარვარ და მგულშემატკივრობენ?

გულწრფელად, ეს არის საუკეთესო გამოცდილება, რასაც American Idol პროექტის მონაწილეებს აძლევს. უბრალოდ ვზივარ აეროპორტში და ვფიქრობ, როგორი მადლიერი ვარ ამ ყველაფრით“, – წერს ნუცა ბუზალაძე.