„პოლიტიკაში მოსვლას ვაპირებ...“ - გიორგი მეტრეველი სამომავლო გეგმებს ამხელს

მეტრეველი

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, გიორგი მეტრეველი „პრაიმტაიმს“ სამომავლო გეგმებს უმხელს. 21 წლის ასაკში უკვე იცის, რომ მომავალში პოლიტიკოსი იქნება, ამისთვის კი ბევრი შრომა და საკუთარი თავის განვითარებაა საჭირო. 

„საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობ, ბოლო კურსზე ვარ. მიზანია, სწავლისა და განვითარების შემდგომ მოვიდე პოლიტიკაში. ვაცნობიერებ, დიდი სწავლა და გათვითცნობიერებაა საჭირო. მერე ხალხთან ისეთი პასუხისმგებლობა გენიჭება, ვალდებული ხარ, იცოდე ყველაფერი, შენს ხალხს ყველაზე კარგად იცნობდე და გიყვარდეს. ეს ჩემი მიზანია.

საუკეთესო შეგრძნება იყო, როცა მეორე აუტსაიდერობის დროს ხალხმა გადამარჩინა,, 82%-იანი მხარდაჭერა მივიღე. ეს იყო ჩემი პირველი საარჩევნო თემა, როდესაც ხალხის უმრავლესობამ მხარი დამიჭირა. ჩემი მხრიდან პირველი გადადგმული ნაბიჯი იყო ხალხთან კომუნიკაციისთვის და ურთიერთობისთვის. მიხარია, რომ ასე წავიდა და მიდის, ვფიქრობ, კიდევ გაგრძელდება დიდხანს და კარგ შედეგებსაც დავდებ.

ამჯერად, აკადემიური მაქვს აღებული. პროექტი რომ დამთავრდება, სწავლას განვაგრძელებ“. - თქვა გიორგი მეტრეველმა.