“ძლიერი ქარი, ყინვა და ზვავსაშიშროება…” - ტემპერატურა მკვეთრად იკლებს
1732682452
ანჯელინა ჯოლისა და ბრეტ პიტს შორის სასამართლო დავა ერთი წელია რაც მიმდინარეობს. ყოფილი ცოლ-ქმრის დავის საგანს ამჯერად ღვინის ქარხანა წარმოადგენს, რომელიც მსახიობებმა 2008 წელს, ქორწინების პერიოდში შეიძინეს. 2021 წელს ჯოლიმ მრავალმილიონად შეფასებული შატო მირავალის წილი გაყიდა, რის გამოც მას ყოფილმა მეუღლემ უჩივლა. ბრედ პიტის თქმით, ჯოლიმ თავისი წილი რუს ბიზნესმენს უკანონოდ მიჰყიდა. როგორც ირკვევა, მან მსახიობი მისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.
"პიტი მსახიობია და არა მეღვინე" - აღნიშნა ანჯელინამ სასამართლოში. მისი თქმით, ბრედმა საზოგადოებაში თავი ნამდვილ მეღვინედ წარმოაჩინა, რაც სასაცილოა. ის წლების განმავლობაში, როცა მისი თქმით ბიზნესით იყო დაკავებული, მონაწილეობას იღებდა არაერთ ფილმსა თუ რეკლამაში და ესწრებოდა წვეულებებს. რეალურად კი ღვინის ბიზნესის წარმატება დაქირავებული პერსონალის დამსახურებაა.
ქალი ყოფილ მეუღლეს ქარხნიდან მიღებული მოგების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს და მას 350 მილიონი დოლარის ოდენობით თანხას სთხოვს.
ბრედმა ანჯელინა დაადანაშაულა, რომ ის ღვინის ქარხნის მართვაში მონაწილეობას არ იღებდა. მის განცხადებაზე დაყრდნობით, მეუღლეებს შორის დაიდო შესასრულებლად სავალდებულო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მათ ერთად უნდა ემართათ შატო მირავალი, საჭიროების შემთხვევაში კი ერთი მეწილის მიერ წილის გაყიდვა მხოლოდ მეორეს თანხმობით უნდა მომხდარიყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბრედი ანჯელინას წილის გაყიდვას არ დათანხმდა, ქალმა ყოფილი მეუღლის ეს პოზიციაც არ გაითვალისწინა.
ასევე ნახეთ:
კაცმა მოგზაურობით Marry Me გამოსახა და საცოლეს ხელი სთხოვა
სტიქიას ებრძვიან ბათუმში - ნახეთ რა ხდება ახლა ქალაქში
ვინ არის ლიკუნა ხაჭაპურიძის ყოფილი მეუღლე, რომელსაც ახლახან დაშორდა