"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა
1732690994
წარმატებულ ქართველ მოდელს, ლიკუნა ხაჭაპურიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს.
ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებს, სასარგებლო რჩევებს და სთავაზობს არაერთ გათამაშებასაც.
ლიკუნა, იმდენად გულწრფელია გამომწერების მიმართ, რომ მან ცხოვრების მძიმე პერიოდი და ქმართან დაშორების ამბავი, ემოციური ვიდეოთი და წარწერით გააზიარა.
მისი ყოფილი მეუღლე, სანდრო ჭანტურიაა. მათ 2020 წელს იქორწინეს, თუმცა პანდემიის გამო ქორწილი არ ჰქონიათ.
„როცა ურთიერთობას ასრულებ, შენ არ კარგავ მხოლოდ მეორე ადამიანს, შენ კარგავ შენს გეგმებსა და მოლოდინებს, შენს ნაწილს, შენი ნაწილის იმ ვერსიას, რომელიც სხვა პერსონასთან ერთად არსებობდა და მის გარეშე ისეთივე ვეღარ იქნება. ამიტომაც ხარ ასეთი სევდიანი და გულგატეხილი, შენ დაკარგე არა მხოლოდ შენი მეწყვილე, არამედ ისიც, ვინც მასთან ერთად იყავი. შენ გენატრება არა მხოლოდ ის ადამიანი, არამედ, შენი ნაწილიც!..“
ლიკუნა ყველას მოუწოდებს, რომ სირთულეების მიუხედავად, არასდროს დანებდნენ:
„რასაც არ უნდა გადიოდე ახლა, არ გაჩერდე, არასდროს დანებდე!..“,- წერს ლიკუნა.
ასევე ნახეთ: