"დედის საფლავზე დადის, რომელიც თვითონ მოკლა..." - ქართველი ბალერინას ტრაგიკული ისტორია
1732684222
„უნდა გადაწყვიტო შენთვის, რა მოტივაცია გაქვს, რისთვის გინდა გახდე? მე მინდა ვიყო ჯანმრთელი და ლამაზი" - ამბობს მაია ბარათაშვილი.
ჯაზშემსრულებელმა 22 კილო დაიკლო. გახდომისკენ და ცხოვრების წესის შეცვლისკენ, მოულოდნელად აღმოჩენილმა დიაბეტმა უბიძგა. დანარჩენს „პრაიმტაიმის“ მკითხველს თვითონ უყვება.
მაია ბარათაშვილი: - აღმომაჩნდა მეორე ტიპის დიაბეტი. პირდაპირ მითხრეს, შეჭამ, ავად იქნები, არ შეჭამ, აღარ იავადმყოფებო. დედა იყო დიაბეტიანი. მე ვხედავდი მის დამძიმებულ ფეხებს, წამლებს...
ღმერთმა ცხოვრება მაჩუქა. მინდა ვიყო ჯანმრთელი და ლამაზი. სად ის ძველი მაია და სად - ახლანდელი? ასე რომ, დაავადებას კვალიფიკაცია შევუცვალე, ჩემს თავს კი - ცხოვრების წესი.
არ არსებობს, გარკვეული ასაკის შემდეგ რაღაც არ გაწუხებდეს. ეს თქვენი პატარა დისკომფორტები თუ დაავადებები თქვენდა სასიკეთოდ გამოიყენეთ, რომ გახდეთ ლამაზი და ჯანმრთელი. ყველაფერი კვებასთანაა დაკავშირებული.
სახლში რომ მოხვიდეთ სტუმრად, ვერაფერს გაჭმევთ კიტრის, პომიდვრისა და ყველის გარდა.
ცომი, თეთრი ფქვილი და შაქარი მთლიანად ამოღებული მაქვს რაციონიდან. ამაზე არც ვფიქრობ, არც ვოცნებობ.
გეტყვით, როგორ ჩანაცვლოდ საყვარელი პროდუქტები. თუ ტკბილი გიყვართ, ხაჭოს მოაყარეთ ნიგოზი და მოასხით თაფლი.
აჭარული ხაჭაპური როგორ უნდა ჭამოთ, იცით? წელიწადში სამჯერ, ცომს გამოვაშრობინებ, სუხარივით რომ გახდეს ცომი ისე; ყველი ორმაგი, უკარაქოდ და კვერცხი. ამოვჭამ ცომის გარეშე. მე ჩემი ორგანიზმი მოვატყუე, რომ ცილა მივიღე.
ვიღებ ხილს, ბოსტნეულს და ყველს. მარხვაში ყველსაც არ ვჭამ და კიდევ უფრო ვხდები.
გარდა ამისა, დღეში 15 კილომეტრს ფეხით გავდივარ. ამინდს მნიშვნელობა არ აქვს.
22 კილო დავიკელი. კიდე ათ კილოს დავიკლებ და პოდიუმზე დავდგები.
სიხმელე ყოველთვის მიყვარდა.
სამოსის ზომები დაპატარავდა. გარდერობში გაჩნდა ვიწრო შარვლები.
არ მიყვარს ცუდად როცა ვარ. იმ წუთში უნდა ვუშველო საკუთარ თავს და ჯანსაღად ვუდგები. მიყვარს ჩემი საქმე, აქტიურობა. სტაგნაცია არ შემიძლია.