1774295087
„პატრიარქის ლოცვა კურთხევით, „დუეტმა ჯორჯიამ“ მოვიპოვეთ გამარჯვება. სწორედ ეს გამარჯვება გახდა ჩვენი ცხოვრების სიმბოლო“ – მაკა ზამბახიძე
მომღერალი მაკა ზამბახიძე საქართველოს პატრიარქის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.
„პატრიარქის ლოცვა კურთხევით, ჩვენ “დუეტმა ჯორჯიამ” მოვიპოვეთ გამარჯვება. სწორედ ეს გამარჯვება გახდა ჩვენი ცხოვრების სიმბოლო.
მისი ხმა რომელიც პირველად ჩემს ტელეფონში გაისმა, მე კი აკანკალებული და ხმა გაცრეცილი ვერც კი ავლაპარაკდი და როცა გამარჯვებულები დავბრუნდით, პატრიარქმა გვამღერა სიმღერა რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა პირველი ადგილის მოპოვებაში.
სიმღერა რატის ეკუთვნის და იყო ინგლისურ ენოვანი, ცოტა მეუხერხულა მის წინ უცხო ენაზე ამღერება და თან სიმღერა რომელიც მან სულ რაღაც ერთხელ მოისმინა კონკურზე აჟღერებული. ისე მოეწონა რომ მეორედ გვამღერა და ჩვენზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა იმ წუთებში. და მთავარი! მისი ხელით გადმოცემული ბოლნური ჯვარი, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემთან იქნება!!!
ეს არის ჩემი, ერთი პატარა გოგოს ისტორია რომელიც პატრიარქმა მაჩუქა. მ ა დ ლ ო ბ ა მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ“, – წერს მაკა ზამბახიძე.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.












