პატარძალმა ქორწილისთვის 92 კგ დაიკლო – ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ის ცერემონიალზე

წყვილი

გოგონამ საქმროს რამდენჯერმე უთხრა უარი ქორწილზე, რადგან მიიჩნევდა, რომ ის საკმარისად არ იყო შეცვლილი. სრულყოფილი ფოტოების გულისთვის მან გადაწყვიტა, მკვეთრი ცვლილებები შეეტანა საკუთარ გარეგნობაში.

ინგლისელმა, დერბიშირის მკვიდრმა, ვიკი ჩეფერიმ უზომოდ გაიხარა, როცა ბოიფრენდმა ქორწინება შესთავაზა და გოგონამ მას სანუკვარი „დიახ“ უთხრა, მაგრამ ბიჭს ამ სამახსოვრო მოვლენის ფოტოების გადაღება აუკრძალა. საქმე ისაა, რომ ვიკის არ მოსწონდა თავისი აღნაგობა და ის, თუ როგორ გამოიყურებოდა სურათებში. პატარძალმა უარი თქვა ქორწინების თარიღის დანიშვნაზეც. მან დაისახა მიზანი – დაეკლო წონის ნახევარი მაინც, რათა დღესასწაულის დროს თავი თავდაჯერებულად ეგრძნო.

„არაერთხელ გადავდე ქორწილი, რადგან თავს ლამაზად არ მივიჩნევდი. მეგობრებს ვუთხარი, რომ არ მინდოდა საქორწილო კაბაში შრეკს დავმსგავსებოდი, ”- იხსენებს ვიკი.

დრო გადიოდა, მაგრამ წონის კლება იმაზე ნელა მიდიოდა, ვიდრე პატარძალს სურდა. ნიშნობიდან ორი წლის შემდეგ, ვიკიმ გადაწყვიტა გადაეღო ფოტო კორნველში შვებულებაში ყოფნისას, შემდეგ კი ცრემლები წამოუვიდა, როცა ათვალიერებდა სურათებს.

სასწორიც არ აჩვენებდა სასურველ შედეგს. გოგონა იმდენად დათრგუნვილი იყო, რომ გადაწყვიტა: თუ არ შევიცვალე, მაშინ საერთოდ შევწყვეტ სახლიდან გასვლას.

ვიკი წონის კლების მარათონს შეუართდა და ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით შეცვალა დიეტა. მისი მაგიდიდან გაქრა ნახშირწყლები და ცხიმოვანი საკვები.

დაიწყო ჯანსაღი საკვების მომზადება და დაკავდა სპორტით. წონამ თვალნათლივ იწყო კლება და გასული წლის მაისისთვის 79 კილოგრამ დაკლებულმა ვიკიმ პირველად მოირგო 42-44 ზომის კაბა.

ცხოვრების წესის ცვლილებები მხოლოდ ვიკისთვის არ გამოდგა სასარგებლო. მისმა საქმრომაც 44 კილოგრამი დაიკლო, გოგონას დედამ კი – 38.

„ზუსტად არ მახსოვს, როდის ვიგრძენი, რომ მზად ვიყავი. რაღაც მომენტში ჩემი თავდაჯერებულობა გაიზარდა. სასწორზე ჯადოსნურ ციფრს მივაღწიე და საქმროს ვუთხარი: „მოდიმ დავქორწინდეთ“. – ამბობს ბრიტანელი ქალი. თავდაპირველად, წყვილმა ზეიმი დაგეგმა 2020 წლის ივნისისთვის, როდესაც ვიკის უკვე დაკლებული ჰქონდა 50 კილოგრამი. მაგრამ კორონავირუსის შეზღუდვების გამო, პატარძალმა და სიძემ გადაწყვიტეს, ქორწილი ამ გაზაფხულამდე გადაედოთ.

ამასობაში ვიკიმ მოახერხა 92 კილოგრამის მოშორება. 48 ზომის კაბა 42 ზომაში გადაცვალეს. საქორწინო ბეჭდის დიამეტრიც შეამცირეს. პატარძლის თქმით, ქორწილის დღე დაუვიწყარი იყო. ვიკი იღიმოდა, როცა ქორწილის ფოტოებს უყურებდა. „ამ სურათებში ბედნიერად გამოვიყურები“, – ამბობს ის.

ვიკი მოუწოდებს ქალებს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავიანთი გარეგნობით, გადაწყვიტონ და შეცვალონ საკუთარი თავი. ის ირწმუნება, რომ ამაში რთული არაფერია. „უარი თქვით ნახევრად მზა და მზა საკვებზე. შეწყვიტე სწრაფი კვების შეკვეთა. იმოძრავეთ მეტი და წარმატებას მიაღწევთ“, – ამბობს ის.