პაპარაცებმა პაემანზე მიმავალი ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი დააფიქსირეს (ფოტო)

ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი

პაპარაცებმა პაემანზე მიმავალი ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი დააფიქსირეს.

ცნობილია, რომ წყვილი ბროდვეის სპექტაკლს დაესწრო. წყაროს თქმით, ისინი წარმოდგენას ხელჩაკიდებულები უყურებდნენ.

ცნობილია, რომ გასულ თვეში მათ ერთად ისადილეს. ბოლოს კი ქალაქში მანქანით სეირნობის დროს გამოჩნდნენ.

როგორც ირკვევა, მათ ურთიერთობას ჯერჯერობით ოფიციალური სახე არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ მოდელი არც თუ ისე დიდი ხნის წინ კუპერის ახლო მეგობარს, ლეონარდო დიკაპრიოს ხვდებოდა. რაც შეეხება ბრედლი კუპერს, მან ზაფხული ირინა შეიკთან ერთად გაატარა.

ასევე ნახეთ:

The Beatles-ის „უკანასკნელი სიმღერა“ 2 ნოემბერს გამოვა

Disney-მ „ფიფქიას“ პირველი კადრი გამოაქვეყნა

„არც სიმპათიური ხარ, არც ძლიერი, უბრალოდ...“ - ყველაზე უცნაური მიზეზები, რომელთა გამოც მსახიობები საკულტო ფილმების მთავარ როლებზე დაამტკიცეს