თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელიას საქმეზე, რომელსაც პოლიციელების მისამართით ,,მოლოტოვის კოქტეილის” სროლას ედავებიან, სასამართლო პროცესი გაიმართება და განაჩენი გამოცხადდება.

ანზორ კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.