„არც სიმპათიური ხარ, არც ძლიერი, უბრალოდ...“ - ყველაზე უცნაური მიზეზები, რომელთა გამოც მსახიობები საკულტო ფილმების მთავარ როლებზე დაამტკიცეს

ფილმები

რაიან გოსლინგი, ემა უოტსონი, ბენ აფლეკი -  ამ ადამიანებს მთელი მსოფლიო იცნობს.  მათი მონაწილეობით შესრულებულ ცნობილ ფილმებსა და განსახიერებულ პერსონაჟებს მაყურებლის გულში შეუცვლელი ადგილი უკავია.. 
 
დღეს ჰერმიონას გმირის წარმოდგენა ემა უოტსონის გარეშე შეუძლებელიც კია.. იმავეს თქმა შეიძლება ქეით უინსლეტის მიერ განსახიერებულ როუზის პერსონაჟზე ფილმიდან „ტიტანიკი“.. 
 
თუმცა, ცოტამ თუ იცის, იმ უცნაური მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც მსახიობები საკულტო ფილმების მთავარ როლებზე დაამტკიცეს.
 
1. რაიან გოსლინგი - უბის წიგნაკი
 
 იცოდით, რომ რაიან გოსლინგი „უბის წიგნაკის" რეჟისორმა, ნიკ კასავეტესმა ნოას როლზე იმიტომ დაამტკიცა, რომ მას სუსტ და არც ისე სიმპატიურ მსახიობად თვლიდა.. 
 
გამოცემა „ფიფოლის“ ინფორმაციით, ნიკ კასავეტესმა რაიანს ასეთი სიტყვები უთხრა:
 
 „მინდა, რომ ნოას როლი სწორედ შენ მოირგო, რადგან ჰოლივუდის სხვა ახალგაზრდა მსახიობებს არ ჰგავხარ. არც სიმპათიური ხარ, არც ძლიერი, უბრალოდ ჩვეულებრივი ბიჭი ხარ, რომელიც ცოტა შეშლილად გამოიყურება."
 
2.ემა უოტსონი - ჰერმიონი
 
დღეს უკვე რთული წარმოსადგენია, რომ ემა უოტსონზე უკეთ ვინმეს შეეძლო  ჰერმიონას როლის შესრულება.. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ჯოანა როულინგის ემას მიმართ თავდაპირველად საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი.. ჰარი პოტერის წიგნების ავტორს მიაჩნდა, რომ უოტსონი ჰერმიონას როლისთვის „ზედმეტად ლამაზი“ იყო.. 
 
საბედნიეროდ როულინგმა ეს პოზიცია მალევე შეიცვალა..  ამის მიზეზი კი ემას ზარი გახდა.. 
 
როგორც ჯოანა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ემამ მას დაუკა და 60 წამის განმავლობაში თითქმის ამოსუნთქვის გარეშე ელაპარაკა... 
 
„ემა ისე მესაუბრებოდა, რომ ხმის ამოღების საშუალება არ მომცა..  გრეინჯერის პერსონაჟიც სწორედ ასეთი წარმომედგინა.. მაშინ უოტსონს ვუთხარი, რომ შესანიშნავი ჰერმიონი იქნებოდა“
მაშინ მივხვდი, რომ ის ემა შენ იდეალური ხარ, ვუთხარი როდესაც საუბარი დაასრულა“,- იხსენებს როულინგი..
 
 
3.ბენ აფლეკი - „გაუჩინარებული ქალი"
 
ბენ აფლეკის ფილმოგრაფიაში განსაკუთრებული როლი უჭირავს ფილმს, სახელწოდებით „გაუჩინარებული ქალი“. კინოსურათში მსახიობი ნიკ დანის პერსონაჟს განასახიერებს, რომელიც დაკარგულ ცოლს ეძებს, გარშემო კი ყველას ეჭვი აქვს, რომ მის გაუჩინარებაში დამნაშავე თავადაა.. 
 
შეიძლება საკმაოდ უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა, აფლეკს ამ როლის მისაღებად ბევრი არ უშრომია.. როგორც ფილმის რეჟისორმა, დევიდ ფინჩერმა აღნიშნა, ბენს ეს როლი ღიმილის გამო მისცა...
 
„ფილმში არის ერთი სცენა, სადაც ჟურნალისტები ქმარს სთხოვენ, დაკარგული ქალის მეუღლისფოტოს გვერდით დადგეს და ის უაზროდ იღიმება. მე დავგუგლე და აღმოვაჩინე აფლეკის 50-მდესურათი, სადაც ის ზუსტად ისე იღიმება, როგორც ამას ეს ეპიზოდი მოითხოვდა ", - განაცხადა ფინჩერმა..
 
 
4.ჯეისონ მომოა - „სამეფო კარის თამაშები"
 
სამეფო კარის თამაშების მოყვარულებისთვის ალბათ კალ დრაგოს პერსონაჟის ჯეისონ მომოას გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია.. საინტერესოა, თუ როგორ დაამტკიცეს ის ამ როლზე.. აღმოჩნდა, რომ როდესაც მომოა შესარჩევ კონკურსზე მივიდა, მას რეჟისორებმა სთხოვეს კალ დრაგოს პერსონაჟი უსტყვოდ გადმოეცა.. ჯეისონმა საპასუხოდ მაორის ტრადიციული ცეკვა - ჰაკა შეასრულა, რამაც კომისიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა..
 
ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჰაკა  ახალ ზელანდიელი მაორების ტრადიციული საბრძოლო ცეკვაა..  მას რიტმული ყვირილის ფონზე სხვადასხვა ენერგიული მოძრაობებით ასრულებენ.. 
 
5.ქეით უინსლეტი - „ტიტანიკი"
 
ფილმმა „ტიტანიკი“ქეით უინსლეტის კარიერაში დიდი როლი ითამაშა. თუმცა, მანამადე, სანამ როუზის პერსონაჟს განასახიერებდა, ქეითი არც ისეთი ცნობილი მსახიობი იყო.  როგორც ირკვევა, მას როლის მისაღებად ბევრი რამის გაკეთება დასჭირდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, უინსლეტმა  აგენტის მეშვეობით ჯეიმს კამერონის ტელეფონის ნომერი გაიგო - ის კამერონს ხშირად ურეკავდა და არწმუნებდა, რომ როუზის როლის მისთვის მიეცათ. ერთხელ ვარდების თაიგულიც კი გაუგზავნა, წერილით „თქვენი როუზისგან“.. 
 
6.ჯენიფერ ლოურენსი
 
ჯენიფერ ლოურენსმა კი „შიმშილის თამაშებში“ ქეთნის ევერდინის როლის მისაღებად საკმაოდ უცნაური გზა გაიარა.. როგორც მოგვიანებით მსახიობმა იხუმრა, მთავარი როლი იმის გამო მიიღო, რომ კასტინგზე თავდაუბანელი და გრიპიანი მივიდა. 
 
„იმდენად მინდოდა ამ როლის მიღება, რომ 1 კვირის მანძილსზე თავი არ დამიბანია. შემდეგ ნიუ-იორკში ჩავფრინდი და და 13 კვარტალი ფეხით გავიარე. შესარჩევ კონკურსზე მაკიაჟის გარეშე, ყოვლად მოუწესრიგებელი მივედი“,- ამბობს ის..
 
რეჟისორებს ის ძალიან მოეწონათ, რადგან ღარიბ ოჯახში დაბადებული ქეთნის ევერდინი სწორედ ასეთი წარმოედგინათ.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ნიკოლოზ წულუკიძე სიყვარულსა და ოჯახზე - „სესილიას არჩევანში არ ჩავერევი“

ტრაგედია გურიაში - ავარიას ახლგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

„ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩემს ადგილზე თქვენც აღმოჩნდეთ...“ - თაიას ემოციური მიმართვა