"ნინო "აეგეთ" შვილს გაზრდიდა! იმიტომ, რომ ეს ბიჭი საუკეთესო ტრადიციების მქონე კახური, გემრიელი, ნაღდი ოჯახიდან მოდის" - ცოტა რამ "ქოჩორას" გარშემო

gio

ეს დღეებია ყველანი ფეხბურთით ვცხოვრობთ და სხვა რამ, ნაკლებად გვაინტერესებს. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებით ვამაყობთ და სოციალურ ქსელებში განუწყვეტლივ ვათვალიერებთ ყველა ვიდეოსა თუ "ნიუსს", რასაც მათზე გადავაწყდებით. 

ამერიკაში მცხოვრები თეონა ჯიქია ჩვენს მკითხველს რამდენიმე თვის წინ გავაცანით. ის ნიუ-იორკში ტაქსის მძღოლია და ფეისბუქზე, მკითხველს, საკუთარ ტაქსისტურ ისტორიებს ხშირად უზიარებს. 

ამჯერად თეონა გიორგი ქოჩორაშვილზე წერს.

თეონა ჯიქია: ჩვენი საყოველთაო გადაფსიხება რომ დაიწყო ფეხბურთზე და ბიჭებზე და უკვე სახელობითად დავიწყეთ მათი გაცნობა, შეფასება, დაფასება, სიყვარული, ერთ-ერთი სტატუსის შემდეგ, ჩემი მეგობარი მწერს: "თეო, იცი ქოჩორა ნინოს შვილია"..!  ანუ ჩემი ჯგუფელის შვილი, რომელთანაც ძალიან ახლო მეგობრობა მაკავშირებდა. რომლის სახლშიც ვაფრენდი დროსტარება-ქეიფებზე. სადაც კახური გულუხვობით იშლებოდა სუფრა. დღესაც მახსოვს ერთად გატარებული ყოველი წამი. საუკეთესო, თითით საჩვენებელი ოჯახი.

ნინო - დედამისი, ტკბილი, თბილი გოგოშკა. დრომ გაგვყარა, როგორც ხდება ხოლმე.
ჩვენი მეგობრობა ნორჩი სტუდენტობიდან დაიწყო, იმაზე პატარები ვიყავით, ვიდრე ახლა გიორგია. მაშინ გიორგიც კი არ ჰყავდათ ჯერ. 
ეს ამბავი როცა შევიტყვე, არ დავწერე. რას მატრაკვეცობსო, ხალხს არ ეთქვა))

ახლა დავწერ, იმიტომ, რომ ძალიან ამაყი ვარ! იმიტომ, რომ ნინო აეგეთ შვილს გაზრდიდა აუცილებლად! იმიტომ, რომ ეს ბიჭი საუკეთესო ტრადიციების მქონე კახური, გემრიელი, ნაღდი ქართული ოჯახიდან მოდის!
და ვიამაყებ რა?! თან ძალიან ვიამაყებ, რომ მის ოჯახს მეც ვსტუმრობდი და მის გამზრდელ მშობლებთან ვმეგობრობდი!
აი, ასე!
ნინო იქნებ ვიპოვნო და პირადად ვუთხრა ეს ყველაფერი. 
ძალიან ჰგავს დედას, სხვათა შორის.

 

"მორიგ სასიკვდილო ავარიას გადავურჩი. მაქვს მიკერებული ახალი ცხვირი...“ - ლადო ბურდული ნაავარიებ ფოტოს აქვეყნებს

„ეს რატომ ვთქვი...“ - რის გაკეთებას აპირებდა გიორგი ქოჩორაშვილი, თუ ნაკრები ჯგუფიდან გავიდოდა

"ხალხი იახტებზე ოცნებობს და მე ასეთი გიჟური ოცნება ამიხდა. კარგად აწყობილი ცხოვრება მივატოვე, 44 წლის ასაკში ამერიკაში ჩამოვედი და..." - გაიცანით ქართველი ტაქსის მძღოლი ნიუ იორკიდან