2024 წლის ზაფხულში იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა, ორმაგი სავსემთვარეობა გველოდება - რას ნიშნავს ეს და რომელ ნიშნებზე მოახდენს განსაკუთრებულ გავლენას

სავსე მთვარე

წლის განმავლობაში ზოდიაქოს ერთ ნიშანში, როგორც წესი, ერთი სავსე მთვარე და ერთი ახალი მთვარეა. თუმცა, 2024 წლის ზაფხულში იშვიათი ასტროლოგიური მოვლენას ვიხილავთ. თხის რქის ნიშანში ორმაგი სავსე მთვარე იქნება. პირველი 22 ივნისს უკვე მოხდა, მეორე კი 24 ივლისს იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყარო ყურადღებას გაამახვილებს ყველაფერზე, რაზეც სწორედ თხის რქის ნიშანია პასუხისმგებელი. თხის რქა კი გავლენას ახდენს კარიერაზე, სოციალურ აქტივობაზე, სტატუსზე. ამიტომაც, 2024 წლის ზაფხული პირადი და საქმიანი ურთიერთობების თვალსაზრისით, ბევრი ადამიანისათვის გადამწყვეტი იქნება, როცა საბოლოოდ მოგიწევთ, გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოთ. ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი კი აღნიშნულ გავლენას ყველაზე მეტად იგრძნობს:

თხის რქა
2024 წლის ზაფხულში ორმაგი სავსე მთვარე თქვენს ნიშანშია, ამიტომაც პირადი ურთიერთობების, კარიერული განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. გვერდზე გადადებას ვეღარ შეძლებთ. დროა, საბოლოოდ დაასრულოთ მოძველებული ურთიერთობები ან არსებული ურთიერთობა გადაიყვანოთ განსხვავებულ ეტაპზე. ასევე, შესაძლოა, კარიერული კუთხითაც ახალი შეთავაზებები მიიღოთ ან თავად დაიწყოთ ძიება.

ვერძი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, სავსე მთვარეები თვენი ცხოვრების მიზნებისა და სტატუსის სექტორს "ელვისებურად", ორმაგად დაარტყამს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. დროა, თქვენს ყოველდღიურობაში სიცხადე შეიტანოთ. ეს პერიოდი ურთიერთობების, ფინანსების, კარიერის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გზას გაჩვენებთ და უკვე შემოდგომიდან თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო სტაბილური და გააზრებული იქნება.

კირჩხიბი

პირადი ცხოვრების საკითხი მთელი ზაფხულის განმავლობაში შეგაწუხებთ, რადგანაც ორივე სავსე მთვარე თქვენს პარტნიორულ სექტორში იქნება. არ არის გამორიცხული, იმ ადამიანის მიმართ, რომელთანაც ახლა ხართ, დამოკიდებულება შეგეცვალოთ და ის განსხვავებული კუთხით გაიცნოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, 2024 წლის ზაფხული პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით თქვენთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება.

სასწორი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ორი სავსემთვარეობა თხის რქაში თქვენს ცხოვრებაში გლობალურ ცვლილებებს გამოიწვევს. მაგალითად, შესაძლოა, დაბრუნდეთ იმ სამსახურში, რომელიც დიდი ხნის წინ დატოვეთ, ან პირიქით, საბოლოოდ გაწყვიტოთ თანამშრომლობა იმ კომპანიასთან, რომელთანაც დღეს გაქვთ კომუნიკაცია. ასევე, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ პირადი ცხოვრების კუთხით, დაფიქრდეთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე და სიახლეები დაგეგმოთ.

თევზები

მთელი ზაფხულის განმავლობაში პირადი და საქმიანი ურთიერთობების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოიწევთ. სავსემთვარეობის დროს თქვენი მმართველი პლანეტა, სატურნი თქვენს ნიშანში იქნება. სატურნს ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე ბრძენ და გამორჩეულ პლანეტას უწოდებენ, ამიტომაც მისი გავლენით თქვენი თითოეული გადაწყვეტილება გააზრებული იქნება. თუმცა, შესაძლოა, მოულოდნელობებმაც სასიამოვნოდ გაგაკვირვოთ. მაგალითად, თქვენი ახლო მეგობარი, თანამშრომელი, კოლეგა, რომელთანაც დიდი ხანია, კომუნიკაცია გაქვთ, სიყვარულში გამოგიტყდეთ.

წყარო: