1733169705
ნეკა დოროყაშვილის მიმოწერა ნიკა ბასილაშვილთან: „დაიმახსოვრე დღევანდელი რიცხვი, ბლოკნოტში ჩაიწერე შე სკლეროზიანო, როდემდე გაგრძელდება შენი აღმავლობა“
ჩოგბურთელ ნიკა ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის სასამართლო დავა გრძელდება. მოსამართლეს ვრცელი ჩვენება უკვე მისცა ნეკა დოროყაშვილმა, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ნიკა ბასილაშვილის მხრიდან სისტემატურად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბასილაშვილის მხარე, რომელიც დოროყაშვილს შანტაჟსა და ცრუ დასმენაში სდებს ბრალს.
საქმის მასალებში სხვა მტკიცებულებებთან ერთად დევს სატელეფონო და ინტერნეტ მიმოწერა. „პრაიმტაიმისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი გახდა ერთ-ერთი ასეთი მიმოწერის შინაარსი. კერძოდ, ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილს წერს:
„შენთვის მე და ლუკასი აღარ ვარსებობთ თურმე ძალიან დიდი ხანია. ეს მე ვცხოვრობდი ბნელეთში და მჯეროდა...
გველის ნაკბენი რჩება და შენი ნაკბენი არა. რამენაირად მე და ჩემი შვილი გადავლახავთ ამ ყველაფერს. „სამართალი ურმით დადის“, რად გინდა სიცოცხლე ამ ყველაფრის მერე? შენ გგონია გათავისუფლდი, რომ ცოლ-შვილი მოიშორე? ორი აგური უნდა გეჭიროს და მესამეს ეძებდე. ზალიკო ბერგერს და დემნა გვასალიებს რომ იმატებ და ელიტა გგონია, აი ეგ დონე გაქვს შენ და ეგ ინტელექტი.
„მიჩვენე მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“. შენ ხომ ეს ყველაფერი გკიდია, რამდენს დაიკიდებ კიდე, რამდენს მოერევი, დაკიდულიც ხარ და გადაკიდებულიც. მე და ლუკასი რაღაცნაირად შევეგუებით. ეს შენ შეეგუე და დაიმახსოვრე დღევანდელი რიცხვი, ბლოკნოტში ჩაიწერე შე სკლეროზიანო, რამდენ ხანს გაგრძელდება შენი აღმავლობა. ვაი შე საცოდაო...“,- წერს ნეკა დოროყაშვილი.