დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნეკა დოროყაშვილის, როგორც მოწმის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყონ.
ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
სასამართლო პროცესზე ნეკა დოროყაშვილმა ჯვარედინი დაკითხვის დროს არ უპასუხა დაცვის მხარის შეკითხვას.
კერძოდ მან არ დაასახელა იმ პირის ვინაობა, რომელმაც მას 2019 წელს ამერიკის ღია პირველობაზე დაუმზადა კორტზე შესასვლელი აკრედიტაცია.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის თეო გვაზავას განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა მოსამართლის თანდასწრებით მოსამართლის განმარტების პარალელურად ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.
„ნელი დოროყაშვილმა არ დაასახელა იმ პირის ვინაობა, რომელმაც მას 2019 წელს ამერიკის ღია პირველობაზე დაუმზადა კორტზე შესასვლელი აკრედიტაცია. დოროყაშვილმა მოსამართლის თანდასწრებით მოსამართლის განმარტების პარალელურად ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მან არ უპასუხა ჩვენს კითხვას თუ ვინ არის ის პიროვნება, რომელმაც ნელი დოროყაშვილს 2019 წელს ამერიკის ღია პირველობაზე აკრედიტაცია დაუმზადა.. ჩვენ დაველოდებოთ ბრალდების მხარის რეაგირებას წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს“, - განაცხადა ადვოკატმა თეონა გვაზავამ.