1734813647
„ნახევრად ვშიმშილობ, ყოველდღე ვვარჯიშობ…“ - ნინო ნადირაძე თავის მოვლის შესახებ
ნინო ნადირაძე „პოსტალიონს“ ესტუმრა და ისაუბრა იმის შესახებ, როგორ ინარჩუნებს ფორმას:
„ვიცი ჩემი ნაკლი და სხვის კომპლიმენტებს არ ვითვალისწინებ. მყავს დედა, რომელიც სარკეში ჩამახედებს და რეალობას დამანახვებს. კომპლიმენტის მოსმენა ყველას სიამოვნებს და უხარია, მაგრამ არ მჯერა. ყოველთვის ვაკონტროლებ კვების რეჟიმს, ახალგაზრდობაში 17 წელი ვმორიგეობდი და ეს ძალიან დამეტყო სახის კანზე… ვვარჯიშობ ყოველდღე. ვსარგებლობ გუგას ბოტოქსის ინიექციებით, მიმიკური ნაოჭებისთვის. გელებს არ ვიყენებ. ვცდილობ, კარგი კრემები გამოვიყენო. თუ საჭირო გახდება, კიდევ უფრო რადიკალურ ზომებს მივმართავ…“