ნახეთ რას პასუხობს ქეთა კითხვას: როგორ ახერხებთ, რომ ასეთი გამხდარი იყოთ?

ქეთა თოფურია

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია უკვე წლებია საქართველოში აღარ ცხოვრობს. მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, იგი ინტერვიუებს იშვიათად იძლევა. თუმცა, ბოლოს ერთ-ერთ რუსულ საიტზე მისი ვრცელი ინტერვიუ გამოჩნდა, სადაც კარიერასა და ოჯახზე საუბრობს.

მომღერალი იმაზეც ლაპარაკობს, როგორ ახერხებს, რომ ასეთი ფორმა შეინარჩუნოს. როგორც ქეთა ამბობს, ის ბავშვობიდან ყოველთვის გამხდარი იყო.

„მთელი ცხოვრება გამხდარი ვიყავი. ერთხელ დედამ ექიმთან წამიყვანა, იქნებ ჭიები აქვსო. მოსკოვში გადმოსვლის შემდეგ, კლიმატის ცვლილების ან წყლის გამო, პირველი ორი წელი შეშუპება დამეწყო, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ ფუმფულა გოგო. მაინც მგონია რომ ეს ცხოვრების წესმა მოიტანა: სტუდიაში ვისხედით, ვმუშაობდით, მხოლოდ სენდვიჩებს ვჭამდით. სპორტით საერთოდ არ ვარ დაკავებული, თავს ვერ ვაიძულებ, თუმცა დროა. ვჭამ ცოტას, არ ვჭამ ტკბილეულს. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჩემი გენეტიკაა. მამა და დედა ყოველთვის გამხდრები იყვნენ. უბრალოდ გამიმართლა“,- ამბობს ქეთა თოფურია. 

უფრო ვრცლად, წაიკითხეთ აქ: