მსოფლიოში ყველაზე ფერადი ობობა დააფიქსირეს

ობობა

მოყვარულმა ფოტოგრაფმა ინდოეთში მსოფლიოს ყველაზე ფერადი ობობა დააფიქსირა. ობობას სიგრძე 0,75 სმ-ია, ხოლო სიგანე - 0,3 სმ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

ამ ფეხსახსრიანს თავისი მრავალფეროვნების გამო, რომელიც ვარდისფერს, ლურჯს, იისფერს, წითელსა და ნარინჯისფერს მოიცავს, ხშირად "ფარშევანგ ობობადაც" მოიხსენიებენ ხოლმე.

31 წლის ფოტოგრაფმა პავან თავრეკერემ ობობა ბანგალორში (ინდოეთი) დააფიქსირა და, როგორც თავად აღნიშნავს, მისი დანახვით გაოგნებული იყო.