VIDEO: კვირა თუ ორშაბათი - როდის უნდა გავიდეთ საფლავზე
1745056463
ოფშკვითის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ავარიას ემსხვერპლა მეთორმეტე კლასის მოსწავლე, სოფია ბანძელაძე.
„ოფშკვითის საჯარო სკოლა უდიდესმა ტკივილმა შეძრა. ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მეთორმეტე კლასელი სოფია ბანძელაძე - მზიანი, კეთილი, თავაზიანი, მუდამ ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც სტუდენტობაზე ოცნებობდა, მომავალს გეგმავდა…
ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რომელიც დაუტოვა თანაკლასელებს, დაუტოვა სოფელს, დაგვიტოვა მის მასწავლებლებს…
ვუსამძიმრებთ მის საოცრად თბილ და სიკეთით სავსე ოჯახს- მშობლებს,ძმებს. გამძლეობა მისცეთ უფალმა.
ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა სოფიას სულს“, - ნათქვამია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.