პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი მომღერალ მეგი გოგიტიძის გარშემო მიმდინარე სკანდალს ეხმაურება და ამბობს, რომ მეგის იგი მომღერლად არც აღიქვამს, ამიტომ ასეთი აურზაურიც არ ესმის რამ გამოიწვია.
„რაც ჩვენ არ ვიცით იმდენი ქართველია რუსეთში ვერც დავითვლით და რატომ ატყდა მეგი გოგიტიძეზე ეს ამბავი? ისეთი საამაყო ქართველი მუსიკოსია, რომ დაგენანათ რუსეთისთვის?
მე მაგალითად მის გამოსვლებს მუსიკად ვერც აღვიქვამ და შესაბამისად არც მაინტერესებს სად გამოვა და სად იშოვის ფულს!
სიმართლე ისაა, რომ ჩვენ გვიყვარს ლინჩის წესი და არ აქვს მნიშვნელობა, ვის დავუშენთ.
ზოგი არ ღირს, დამიჯერეთ …
PS: აი მაგალითად ბექა გოჩიაშვილმა რომ დაუკრას მოსკოვში, სული ამეწვება, კი ბატონო“,- წერს მაია კაჭკაჭიშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს გამართავს.
მომღერლის გადაწყვეტილების გამო, ბათუმში, კლუბმა ,,Sector 26-მა" 24 ივლისს დაგეგმილი, მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა.