დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მეგი გოგიტიძე სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს.
როგორც მომღერალი წერს, მორალის კითხვა უსიყვარულოდ მხოლოდ ბოროტს შეუძლია.
„პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„სიყვარულის გარეშე ვერაფერს მოიპოვებთ... ვერაფერს შეინარჩუნებთ... იმასაც დაკარგავთ რაც გაქვთ... ფარისეველ პატრიოტებს და მოზეპირე ცხვრებს კიდევ შიშისგან გათავისუფლებას ვუსურვებ... ასე თუ გეშინოდათ ჩემი არ მეგონა აქამდე... მაგრამ მეცოდინება უკვე... (ბუნებრივია ეს იმათ ვისაც ეკუთვნით) დაბნეულ და გაუგებრობაში მყოფ ხალხს კი მოთმინებას. სიყვარულის გარეშე არც მიწა არც წყალი და არც სიცოცხლე არაფრად არ ღირს...
თავისუფლება მონობაა სიყვარულის გარეშე... მორალის კითხვა უსიყვარულოდ მხოლოდ ბოროტს შეუძლია... ასევე, მხოლოდ ბოროტს შეუძლია სხვისი განკითხვით საკუთარი „სიდიადე“ დაამტკიცოს... უმტკიცეთ ახლა ერთმანეთს თუ ვინ უფრო მაგარი პატრიოტი ხართ... ვის უფრო გიყვართ საქართველო... სიყვარულის გარეშე აი ამ ფოტოზე გამოსახულ მგლებს ჰგავხართ მხოლოდ... (ესეც მათ ვისაც ეკუთვნის) მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის... ვიღებ ამ განსაცდელს... თქვენ კი დაელოდეთ რა როგორ იქნება...“ - წერს მეგი გოგიტიძე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს გამართავს.
მომღერლის გადაწყვეტილების გამო, ბათუმში, კლუბმა ,,Sector 26-მა" 24 ივლისს დაგეგმილი, მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა.