პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ნიჭიერის“ საიუბილეო სეზონის მონაწილე, მომღერალი დოდონა ნამორაძე, სოციალურ ქსელში მეგი გოგიტიძის მიმართვას ეხმიანება.
როგორც მომღერალი წერს, რამდენიმე წლის წინ, მან „იურმალაში" მონაწილეობაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ არ შეეძლო ემღერა იქ, სადაც მსმენელთა რიგებში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი იქნებოდა.
„პრაიმტაიმი“ დოდონა ნამორაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მახსოვს, 4 წლის წინ ისრაელში რომ გავიმარჯვე, სამი გრან პრი რომ ავიღე და საბოლოოდ სუპერ გრან პრი, ყველა თასი რაც იყო კონკურსზე, მე რომ წამოვიღე. ერთ-ერთი ჟიური, იურმალას დირექტორი მოვიდა და გადმომცა დოკუმენტი, რომელიც დღემდე სახლში მაქვს: დოდონა ნამორაძე, ნახევარფინალისტი. პირდაპირ ნახევარფინალში მოვხვდი, იურმალაზე, და ამ კაცმა თვალი ჩამიკრა, მგონი მოიგებო.
ჩემმა მშობლებმა მითხრეს, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ როგორც ქართველს, მე არ მქონდა იმის უფლება, რომ წავიდე და ვიმღერო იქ, სადაც პუტინი ზის მსმენელთა შორის. მე ცხოვრების ალბათ ყველაზე დიდი „შანსი“, რაც ჯერჯერობით მქონია, „წყალში გადავაგდე“. კი, საკუთარი თავიც მხოლოდ მე მეკუთვნის, მაგრამ რაღაც ელემენტარული ხომ არსებობს?!“ - წერს დოდონა ნამორაძე.