1728312638
მეცნიერები ძაღლებისთვის დაბერების საწინააღმდეგო აბების შექმნაზე მუშაობენ, რომლებიც მათ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს
მეცნიერები ძაღლებისთვის დაბერების საწინააღმდეგო აბების შექმნაზე მუშაობენ, რომლებიც მათ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
მკვლევართა შრომა ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა და აბებზე დაზუსტებით საუბარი რთულია, თუმცა წარმატების შემთხვევაში ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისათვის სიცოცხლის გახანგრძლივებას შევძლებთ.
კომპანია Loyal ამ ეტაპზე კვლევებს ატარებს და შედარებით ასაკოვან ცხოველებსა თუ სხვადასხვა ჯიშზე დაბერების გავლენას შეისწავლის. LOY-001 პროდუქტზე მუშაობს, რომელსაც შედარებით დიდ ძაღლებს (ისინი, როგორც წესი, პატარა ჯიშებზე ცოტა ხანს ცოცხლობენ) 3-6 თვეში ერთხელ მისცემენ. მეორე მხრივ, LOY-002-ის მიზანია, ყოველდღიური აბების მეშვეობით ასაკოვან ძაღლებს ჯანმრთელ დაბერებაში დაეხმაროს. ორივე პროდუქტი ჯერჯერობით საპილოტე კვლევის, ანუ წინასწარი ტესტირების, ფაზაშია. ერთი, სავარაუდოდ, 2026 წელს გაეშვება ოფიციალურად, მეორე კი — 2024-ში.
კომპანიაში იმის დადგენასაც ცდილობენ, თუ რა გავლენა აქვს ძაღლების დაბერებაზე ეპიგენეტიკას - სწავლებას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ჩვენს ქცევასა და გარემოს, ჩვენივე გენების ფუნქციონირება შეცვალოს. ეპიგენეტიკური ცვლილებები დნმ-ის ნაწილი არ არის - ისინი შექცევადი ცვლილებებია, რომლებსაც დნმ-ის ექსპრესიაზე აქვს გავლენა, შედეგად კი ჩვენი ფიზიკური მახასიათებლები გენებით ნაკარნახევისაგან განსხვავდება.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისათვის Loyal-ის შრომა ძაღლების ეპიგენეტიკასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი კვლევაა.