1732386875
„მეტროპოლიტენის მუზეუმმა“ Met Gala 2023-ის მოწვეული ორგანიზატორები დაასახელა
„მეტროპოლიტენის მუზეუმმა“ Met Gala 2023-ის მოწვეული ორგანიზატორები დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
მოწვეული ორგანიზატორების სტატუსით წელს დუა ლიპა, პენელოპე კრუზი, როჯერ ფედერერი და მიქაელა კოელი წარდგებიან. აღსანიშნავია, რომ ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა მიწვეულ ორგანიზატორებს შორის არ არის დიზაინერი, ან მოდის სახლი.
„მეტროპოლიტენის მუზეუმი“ 2023 წლის კოსტიუმირებულ მიღებას – Met Gala-ს ტრადიციისამებრ მაისის პირველ ორშაბათს გამართავს. MET-ის კოსტიუმების ინსტიტუტის ყველაზე სანახაობრივი ღონისძიება წელს 1-ლ მაისს ჩატარდება. 2023 წლის Met Gala-ს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემა აქვს, ის თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ლეგენდას – დიზაინერ კარლ ლეგერფელდს ეძღვნება.
View this post on Instagram