გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
გიორგი ნაზღაიძით პოლიტიკოსები დაინტერესებულან. ამის შესახებ ის თავად უამბობს „პრაიმტაიმს“. როგორც შოუმენი ამბობს, თვითონაც რომ პოლიტიკოსი ყოფილიყო, არჩევანს გიორგი ნაზღაიძეზე შეაჩერებდა და მასთან ითანამშრომლებდა.
გიორგი ნაზღაიძე: მათ, ვინც ახლო ურთიერთობაშია პოლიტიკოსებთან და ასევე ჩემმა მეგობარმა, მედიის წარმომადგენლებმა მითხრეს, პარტიებს უნდათ შენთან თანამშრომლობაო. ერთმა კონკრეტულად მითხრა, დღეს შენზე ჰქონდათ ერთ პარტიაში საუბარიო.
მე ადრე კი ვთქვი პრესაში, პოლიტიკაში მივდივარ-მეთქი, მაგრამ არა, იყოს, ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.
- რატომ განიხილება შენთან თანამშრომლობა, როგორ გგონია?
- ალბათ, სამი მილიონ ორასი ათასი ხმა რომ აიღონ, ამისთვის განიხილავენ ჩემს კანდიდატურას. არ ვიცი. შესაძლოა პიარისთვის. იციან, რომ კარგი ორატორი და მოსაუბრე ვარ. ხედავენ ხალხის სიყვარულს და მათ ჩემს გვერდში დგომას. ჩემი რომელიმე პარტიის გუნდში აყვანა, ცუდი გათვლა არ არის. მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, გიორგი ნაზღაიძესთან ვითანამშრომლებდი, რატომაც არა?! სიმპათიური, ნიჭიერი, უამრავ გულშემატკივრიანი პიროვნებაა.
- დიმიტრი ხარ გელოვანი, რა. და მაინც შეთავაზება რომ მიიღო, დაფიქრდები?
- ხვალ რა მოხდება არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. სადაც ვარ, ძალიან კომფორტულად და კარგად ვარ. ეს ის ადგილია, სადაც მე მომწონს. პოლიტიკაც საბოლოო ჯამში - ტელევიზიაა. სულ ტელევიზორში არიან პოლიტიკოსები. სხვას არც არაფერს აკეთებენ. მე მინდა ვნახო ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც არა მხოლოდ ეთერში საუბრობენ, არამედ საქმეს აკეთებენ. ჩვენი სივრცე - ტელევიზია, ჩვენ დაგვიტოვონ, თვითონ საქმეს მიხედონ.
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840