„მე ჯონი დეპი ისევ მიყვარს" - ემბერ ჰერდის პირველი ინტერვიუ სასამართლო ვერდიქტის შემდეგ

ჯონი და ემბერი

„მე ჯონი დეპი ისევ მიყვარს", - NBC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ემბერ ჰერდმა ყოფილი ქმრის, ჯონი დეპის შესახებ ილაპარაკა. 

„მიყვარს, მთელი გულით მიყვარდა. ყველაფერი ვეცადე, რომ დანგრეული ურთიერთობა გადამერჩინა. მის მიმართ ცუდად განწყობილი არ ვარ. ვიცი, რომ რთულია ამის გაგება, მაგრამ მას გაუადვილდება ჩემი გაგება, ვისაც ოდესმე ვინმე ჰყვარებია".

ცნობისთვის, ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის 11 აპრილს დაწყებული სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰერდის მხარემ დეპს რეპუტაციული ზიანისთვის 15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.