როგორი რეაქციები ჰქონდათ ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს სასამართლო ვერდიქტის შემდეგ

ჯონი დეპი და ემბერი

პირველ ივნისს, ვირჯინიის სასამართლოს 7 წევრისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა ჯგუფმა ემბერ ჰერდის წინააღმდეგ ჯონი დეპის სარჩელი დააკმაყოფილა.

ამასთან დაკავშირებით კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავმა განცხადება გაავრცელა:

„თავიდანვე ამ სარჩელის მიზანი იყო, რომ სიმართლე გამოვლენილიყო, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნებოდა საბოლოო შედეგი. ვალდებული ვიყავი, სიმართლე სცოდნოდათ ჩემს შვილებს და ყველას, ვისაც ურყევად სჯეროდა ჩემი. ახლა უკვე ვიცი, რომ ამას მივაღწიე.

მიჭირს იმის აღწერა, თუ რას ვგრძნობდი მთელი მსოფლიოდან მიღებული უსაზღვრო სიყვარულისა და მხარდაჭერის გამო. იმედი მაქვს, ჩემი მიზანი, რომ სიმართლე გაცხადებულიყო, დაეხმარება სხვებსაც, კაცებსა თუ ქალებს, ვინც ჩემს მდგომარეობაში ყოფილა, რომ არ დანებდნენ. ასევე იმედი მაქვს, რომ ადამიანები იქამდე ჩაითვლებიან უდანაშაულოდ, სანამ მათი დანაშაული არ დამტკიცდება სასამართლოს ან მედიის საშუალებით".

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა და წერილი შემდეგი ფრაზით დაასრულა: „სიმართლე არასდროს დაიკარგება".

 

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ემბერ ჰერდიც:

„სიტყვებით ვერ აღვწერ იმ იმედგაცრუებას, რომელსაც დღეს ვგრძნობ. გულგატეხილი ვარ, რომ ზღვა მტკიცებულებაც კი არ იყო საკმარისი, რომ ჩემი ყოფილი ქმრის არაპროპორციულად დიდ ძალაუფლებას, გავლენასა და ავტორიტეტს დავპირისპირებოდი.

კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, თუ რას მოუტანს ეს სხვა ქალებს. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. ეს იმ დროში დაბრუნებაა, სადაც ქალებს ხმის ხმამაღლა ამოღების გამო საჯაროდ არცხვენდნენ და ამცირებდნენ. ეს ხელს უშლის იმ იდეას, რომ ქალების მიმართ ძალადობა სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.

მჯერა, ჯონის იურისტებმა მოახერხეს, რომ ნაფიცი მსაჯულებს სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობისთვის ყურადღება არ მიექციათ და სათვალავში არ ჩაეგდოთ მტკიცებულებები, რომლებიც იმდენად სარწმუნოა, რომ ბრიტანეთში დავა მოვიგეთ.

ვწუხვარ, რომ ეს საქმე წავაგე. თუმცა უფრო მეტად იმის გამო ვწუხვარ, რომ თითქოს ის უფლებაც დავკარგე, რომელიც მეგონა, რომ როგორც ამერიკელს, მქონდა - თავისუფლად და ღიად ლაპარაკის".

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ექსპერტმა გაშიფრა ემბერ ჰარდისა და ჯონი დეპის ჟესტები

👉 „ერთხელაც კარზე მოგიკაკუნებთ სასამართლო უწყება... ყველა ჩემნაირად ვერ დაიკიდებს თქვენ საშინელ კომენტარებს“ - ვისზე წერს ალექსანდრა პაიჭაძე

👉 „სხვა სიხშირეზე აგვსვა ამ ადგილმა“ - რა ფოტოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე მონასტრიდან