ემბერ ჰერდის ახალმა განცხადებამ სოციალურ მედიაში დიდი კრიტიკა გამოიწვია - რა თქვა მსახიობმა

depi

ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის სასამართლო დავა გრძელდება. ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

მას შემდეგ, რაც გავრცელებული აუდიოჩანაწერის შედეგად გაირკვა, რომ ემბერ ჰერდი  ჯონი დეპზე ძალადობდა, უცხოური გამოცემები აქტიურად წერენ, რომ სასამართლო სწორედ დეპის სასარგებლოდ დასრულდება. 
 
ერთ–ერთ სასამართლო პროცესზე ემბერ ჰერდმა განაცხადა, რომ მისთვის მიმდინარე ვითარება  სტრესის მომტანია და პირადი ცხოვრების დეტალებზე საჯაროდ საუბრისას თავს უხერხულად გრძნობს.

„სიტყვებს ვერ ვპოულობ, რამდენად რთული და მტკივნეულია ჩემთვის ეს პროცესი. ვზივარ აქ კვირების განმავლობაში და ვყვები ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ საჯაროდ, ყველას გასაგონად. ვერც კი აღგიწერთ რამდენად რთულია ეს ყველაფერი ჩემთვის”,- განაცხადა ემბერმა. 

მსახიობის განცხადებას სოციალურ მედიაში მომხმარებლები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ემბერ ჰერდის სიტყვები გამიზნულია ადამიანების მანიპულირებისთვის, რადგან თავდაპირველად სწორედ მან მიმართა სასამართლოს ჯონი დეპის წინააღმდეგ არაერთი ბრალდებით.