პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესში თითქმის მთელი მსოფლიოა ჩართული. გარდა კონფლიქტისა და დავისა, ბოლო დროს საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთმა დეტალმა მიიქცია - ეს დეპისა და მისი ადვოკატის ურთიერთობაა.
კამილა ვასკესი ძალიან მოკლე დროში გახდა ინტერნეტვარსკვლავი და ჯონი დეპთან ერთად ახლა მასაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
ინფორმაციას ჯონი დეპის იურისტის შესახებ BBC ავრცელებს.
კამილა კალიფორნიაში დაიბადა. მისი მშობლები ლეონელ და მარია ვასკესები არიან.
მან სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით პოლიტიკურ მეცნიერებებსა და კომუნიკაციებში დაამთავრა. ცნობისმოყვარე ბუნების გამო კი სწავლის გაგრძელება სამართალზე გადაწყვიტა და იურისტის დოქტორის ხარისხი მიიღო.
იგი არასდროს ყოფილა დაქორწინებული.
კამილას გაეცინა, როდესაც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა მისი და ჯონი დეპის ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე დაუსვეს კითხვები.
მან პროცესზე გამოვლენილი გონებამახვილობისა და „დაუნდობელი იურიდიული სტილის“ გამოვლენისთანავე ბევრი ფანი გაიჩინა. ვასკესი მაღალპროფილური საადვოკატო ფირმის თანამშრომელია.
ის სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეების სპეციალისტია და ცილისწამების საქმეებში მოსარჩელეების წარმომადგენლობაზეა ფოკუსირებული. 2021 წელს ის „საყურადღებო“ ადვოკატადაც დაასახელეს.
ორდღიანი ჯვარედინი დაკითხვის შემდეგ კამილამ ჰერდი იმ ფოტოების გაყალბებაში დაადანაშაულა, სადაც ემბერის დალურჯებული სხეული ჩანს.. ჰერდის მტკიცებით, ეს დალურჯებები ჯონი დეპის ძალადობას ამტკიცებდა. ვასკესმა ჰერდის კარიერული წინსვლაც ნაწილობრივ დეპს მიაწერა: „ჯონი დეპმა მიგაღებინათ „აკვამენში“ როლი, ხომ ასეა?!“, - მიმართა ემბერ ჰერდს დეპის ადვოკატმა.
ზოგი კრიტიკოსის აზრით, ვასკესი ქალების უფლებებს არღვევს, რადგანაც მას არ სჯერა „მსხვერპლი ქალის“, თუმცა საზოგადოების ნაწილი კამილას აქებს „ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის დაცვისას გამოჩენილი სიმამაცისთვის“.
ადვოკატმა და ყოფილმა მოსამართლემ, ჰალიმ დანიდინამ, ეჭვი გამოთქვა, რომ საზოგადოებასა და ნაფიც მსაჯულებს ერთნაირი რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ სასამართლო პროცესებზე. მისივე თქმით, ვასკესის პოპულარობა იმის მაჩვენებელია, რომ ეს ჰერდისთვის საკმაოდ რთული ბრძოლა იქნება.
„როცა საზოგადოებას არ მოსწონხარ და უფრო მეტიც, შენზე მეტად ჯონი დეპის ადვოკატი მოსწონს, რაც უნდა იყოს, ეს მაინც იმოქმედებს შენზე“, - ამბობს ყოფილი მოსამართლე.