მასკის თქმით, აპოკალიფსი ახლოსაა და სამყაროს დასასრული მალე დადგება

ილონ მასკი

SpaceX-ის დამფუძნებლის თქმით, აპოკალიფსი ახლოსაა და სამყაროს დასასრული მალე დადგება. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

მასკი გვაფრთხილებს რომ მასობრივი გადაშენება რომელიც  66 მილიონი წლის წინ მოხდა, და რომელმაც დინოზავრები შეიწირა, კვლავაც განმეორდება. 

ილონ მასკმა „ტვიტერის" საკუთარ ანგარიშზე გააზიარა სტატია ამ მასობრივი გადაშენების შესახებ და დაწერა, რომ ეს ისევ განმეორდება და ეს უბრალოდ დროის საკითხია. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად როდის ელის ილონ მასკი ასტეროიდის დაცემას, ან კონკრეტულად რა გამოიწვევს პლანეტაზე მთელი სიცოცხლის მასობრივ გადაშენებას.