„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
გასული დღის სავაჭრო სესია ამერიკულ საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების 900-დოლარიანი შეფასებით დაიხურა, თუმცა ამჟამად თითოეული აქციის ღირებულება 300 დოლარის ფარგლებშია - აღნიშნული მოვლენა კომპანიის აქციების სამად გაყოფითაა (3:1 stock split) გამოწვეული. შესაბამისად, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგში ცვლილებაა.
ილონ მასკი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რეიტინგის სათავეში იყო, ახლა, „ფორბსის“ მილიარდერების ჩამონათვალში მე-4 ადგილზეა. მის ანგარიშზე ამ დროისთვის 129.4 მლრდ დოლარია.
პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი კი ბერნარ არნო გახდა, რომლის ქონებაც 166.9 მლრდ-ია. მეორე ადგილზეა ჯეფ ბეზოსი - 158,3 მლრდ დოლარით, მესამე ადგილზე კი, ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანია - 140,3 მლრდ დოლარით.