როგორ დაიკლო ილონ მასკმა 9 კილოგრამი მას შემდეგ, რაც მის ფიგურას სოციალურ ქსელებში დასცინეს

მასკი

მას შემდეგ, რაც ილონ მასკი გარეგნობის გამო ბულინგის მსხვერპლი გახდა, სერიოზულად დაფიქრდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა. ცოტა ხნის წინ კი Space X-ის დამფუძნებელმა აღიარა, რომ 9 კილოგრამი დაიკლო.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ბიზნესმენის თქმით, მას ამ შედეგის მიღწევაში ინტერვალური შიმშილი დაეხმარა.

„ჩემი მეგობრის დახმარებით, პერიოდულად ინტერვალურ შიმშილს მივმართავ და თავს ბევრად უფრო ჯანმრთელად ვგრძნობ", - აღნიშნა მასკმა. 

ილონის თქმით, ის სპეციალურ აპლიკაციას იყენებდა და სპორტდარბაზსაც სტუმრობდა.

ინტერვალური შიმშილი არის კვების სისტემა, რომელიც დაფუძნებულია გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკვების მიღებაზე უარის თქმის პრინციპზე. ყველაზე გავრცელებული რეჟიმია 16/8, ანუ უჭმელად 16 საათი ყოფნა და 8 საათის განმავლობაში სასურველი პროდუქტების მიღება. დროის ამ პერიოდში ორგანიზმი იწმინდება და სისხლში შაქრის დონე იკლებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელის იახტაზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ფოტოებზე მასკს მაისური არ აცვია და სოციალურ ქსელში უამრავი დამცინავი კომენტარი დაიწერა. ამის შემდეგ კი ბიზნესმენმა გადაწყვიტა, ინტერვალური შიმშილისთვის მიემართა.