„მამა რომ გარდაიცვალა 14 წლის ვიყავი, 18 წლის ასაკში დედაც დამეღუპა...“ - კესო ბერუაშვილის ტრაგიკული ისტორია

კესო

ბლოგერი და ინფლუენსერი კესო ბერუაშვილი საზოგადოებამ პროექტ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო. 

კესომ მშობლები მაშინ დაკარგა, როცა ის თინეიკერი იყო. მისი ცხოვრების ეს ნაწილი ბევრისთვის ცნობილი არც არის. მისივე თქმით, მამა ინფარქტით გარდაეცვალა, ხოლო დედა სიმსივნით. ის ამ ტრაგიკულ ისტორიას „თბილისელებთანაც“ იხსენებს.

„მამა რომ გარდაიცვალა მე 14 წლის ვიყავი. 18 წლის ასაკში დედაც დამეღუპა. ეს ჩემთვის ტრავმაა. მამასთან არ მქონია კარგი ურთიერთობა, რადგან ჩემი მშობლები მაშინ დაშორდნენ, როცა მე პატარა ვიყავი. დედაზე საუბარი არ მიყვარს, იმიტომ, რომ „პრაიმჰაუსში“ გამოჩენის შემდეგ, იმდენი რამ ამოქექეს ჩემი ცხოვრებიდან, ისე მაკრიტიკებდნენ, ყველაფერი გადამიტრიალეს, ხალხს აკვიატებული ვყავდი.

დედაჩემზე რომ ვისაუბრო, ამაშიც ჩაერევა ბევრი ადამიანი და არ მინდა, ეს მოხდეს. ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მინდა, ჩემთვის დავიტოვო. თინეიჯერი ვიყავი, როცა ის დავკარგე, ძალიან განვიცადე, რთული პერიოდი იყო, განსაკუთრებით რომ მჭირდებოდა ნამდვილი ქალის გვერდში დგომა.

დედა მთელი ბავშვობა მასწავლიდა, გიყვარდეს საკუთარი თავი და ცხვირი სულ აწეული გქონდესო. დედაც ასეთი იყო. ორი ქმარს იყო გაშორებული და ამის გამო ბევრი აკრიტიკებდა. თან, ძალიან ლამაზი ქალი იყო. მაგრამ კრიტიკას ყურადღებას არ აქცევდა. მასაც უყვარდა „ლაქშერი“ ცხოვრება. სულ მეუბნებოდა, რომ გაიზრდები და გალამაზდები, უამრავი შურიანი ქალი შენც ჩემსავით მოგექცევა და არ მიაქციო ყურადღებაო“, - ამბობს კესო ბერუაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“.