„მაღაზიებში 80%-ს რაღაცებს მჩუქნიან, კი ვარ უხერხულად, მაგრამ ძალიან მიხარია“ - ლაშა მაზანაშვილი

ლაშა მაზანაშვილი

„პრაიმ ჰაუსის“ უკვე ყოფილი მონაწილე ლაშა მაზანაშვილი ამბობს, რომ პროექტმა კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა.

„პროექტის შემდეგ ვიცოდი, რომ ცნობადობა მექნებოდა. მაგრამ, ასე ახლოდან ამდენი ადამიანი, ყველა ასაკის, სქესის, პროფესიის, რომ მოვიდოდა და ასე ახლოდან გაიზიარებდა ჩემს წარმატებას და გავარდნას, არ მეგონა. სუპერ რაღაცები ხდება გარეთ. ყველა ნაბიჯზე... მაღაზიებში 80%-ს რაღაცებს მჩუქნიან. კი ვარ უხერხულად, მაგრამ ძალიან მიხარია. მადლობა ყველას ვინც პატივს მცემს. მადლობა „პრიამ ჰაუსს“ ამ ყოველივესთვის, რომ ასე კარგად წარმოაჩინა ჩემი თავი, როგორიც ვარ,“ - ამბობს ლაშა მაზანაშვილი.