ლოლა წერეთელი გია სურამელაშვილმა გაანაწყენა - რა მოხდა ორ მომღერალს შორის

ლოლა

მომღერალი ლოლა წერეთელი გია სურამელაშვილმა გაანაწყენა.

ამის შესახებ მან „რადიო ფორტუნასთან“ ისაუბრა.

წერეთლის თქმით, სურამელაშვილმა მისი სიმღერა ისე შეასრულა, რომ ნებართვა არ აუღია.

„მივფრინავ, მოვფრინავ და ვმუშაობ. მსმენელს უნდა სულ ახალი სიმღერები. რაც აქტუალურია, ისეთ თემაზე უნდა იმღერო. ტექსტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. „სახლში წაგიყვან“ რატომ გაპიარდა, სადაც უნდა წახვიდე, ყველა მღერის. ნინო ჩხეიძეს ვენაცვალე, მისმა პროდიუსერმა დამირეკა, თუ შეიძლება, ნინომ იმღეროსო. დიდი სიამოვნებით-მეთქი, მინდოდა, ეთქვა, რომ ჩემი სიმღერაა და ძალიან ლამაზად დაასახელა, თქვა, რომ ჩემი რეპერტუარიდან არის ეს სიმღერა, რაც არ გააკეთა გია სურამელაშვილმა. მე რომ მკითხო, ეს კოლეგიალური არ არის.

გიამ ისე იმღერა, რომ თქვენგან ნებართვა არ აუღია?

არა!..

არ გისაუბრიათ მასთან ამ თემაზე?

„არც ვაპირებ. ეს არის ადამიანის კულტურა, მე ასე მგონია. თავად ადამიანმა ხომ უნდა იფიქროს, რომ სხვისი სიმღერაა. კოლეგიალობა კარგი სიტყვაა“.

ასევე დაგაინტერესებთ:

რომელ რიცხვშიც დაიბადა ადამიანი, ისეთი ცხოვრება აქვს - გაიგე მეტი შენზე

23 წლის კაცი 13 წლის გოგოს, მუქარითა და შანტაჟით, სხვადასხვა სექსუალური ქმედების ტელეფონით გადაღებას აიძულებდა - უმძიმეს დანაშაულზე ჩვენების დეტალები „კურიერმა“ მოიპოვა

სასწაული ციხისჯვრის მონასტერში - თვითმხილველის თქმით, განათების შუქზე ღვთისმშობლის გამოსახულება გამოისახა